თავდასხმა ჩეჩენ ქალებზე
16 09 2010

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მეჩეთში დილის ლოცვის შემდეგ, გამყინავი სიმშვიდით აუხსნა საზოგადოებას, თუ რატომ იმსახურებდა ნოემბერში ჩაცხრილული შვიდი ქალი სიკვდილს.

რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ”საეჭვო მორალის მქონე” ქალები, რომელთა ცხედრებიც გზის პირას მიტოვებული აღმოაჩინეს, სამართლიანად იქნენ მოკლულები ნათესავების მიერ ღირსების აღსადგენად.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი ქალს მამაკაცის საკუთრებად მიიჩნევს და ამბობს რომ მისი მთავარი როლი ბავშვის გაჩენაა. ის მოუწოდებს მამაკაცებს ერთზე მეტი ცოლი იყოლიონ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიგამია რუსეთში მოქმედ კანონს ეწინააღმდეგება. ამჟამად ქალებსა და გოგონებს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაბურავის ტარება მოეთხოვებათ.

უცნობი მამაკაცებისგან შემდგარი დაჯგუფება გროზნოს ქუჩებში ქვედაბოლოებში ან უბრალოდ თავსაბურავის გარეშე მოსიარულე ქალებს ფეინტბოლის თოფიდან ესვრის. ეს ყოველივე ვიდეოზე აღიბეჭდება და შემდგომ ინტერნეტში იტვირთება, როგორც გაფრთხილება ქალებს, რომ ურჩობის შემთხვევაში, უფრო მძიმე სასჯელია მოსალოდნელი.

კადიროვის განცხადებით, მან არ იცის ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ მათი მადლობელია.

ბევრი ეჭვობს, რომ კადიროვი ზემოხსენებულ შვიდ მკვლელობას ”ღირსების მკვლელობად” საკუთარი პოლიტიკური კურსის პოპულარიზაციისთვის ასაღებს. მისი თქმით ეს ქალები საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ მეძავებად მუშაობის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა მათ ნათესავებმა ეს შეიტყვეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის შიდა პოლიტიკა ცხადად არღვევს რუსეთის კონსტიტუციას, კრემლს ჯერ კიდევ არ მოუხდენია რეაგირება ჩეჩნეთში მიმდინარე ამ მოვლენებზე.

წყარო:

http://www.newsru.com/russia/13sep2010/beardmen.html

http://www.nytimes.com/2009/03/02/world/europe/02iht-chechen.4.20541553.html?pagewanted=1&_r=1

 



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია