ფოტო: კერი ფიშერი გენერალ ლეია ორგანას როლში. AP
ძალა სიკარგისთვის: რატომ არის "უკანასკნელი ჯედაი" "ვარსკვლავური ომების" ყველაზე ფემინისტური ფილმი?
08 01 2018

"უკანასკნელი ჯედაი" "ვარსკვლავური ომების" სერიიდან ყველაზე ფემინისტური ფილმი აღმოჩნდა და ტრიუმფით დაიპყრო კიდეც კინოთეატრები. მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგიის ფილმებს: "ძალის გამოღვიძებასა" და "ამბოხებულებს" ფანტასტიური მსახიობები ჰყავდა, წინა ფილმებში გმირი ქალები მაინც იზოლირებულნი იყვნენ და ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ. "უკანასკნელი ჯედაის" სახით მწერალი-რეჟისორი რაიან ჯონსონი სოლიდური ქალების სახეებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ერთმანეთსაც ეკონტაქტებიან, ხალისიანებიც არიან და არც სულიერებაც აკლიათ. როგორც ქალების, ასევე არაერთი ფერადკანიანი მსახიობის გამო, ეს ფილმი ნამდვილად ინკლუზიურობის ზეიმია, რაც არაჩვეულებრივად ჯდება ჯედაის ზოგად განწყობაში.

ფილმი თუ ჯერ არ გინახავთ, ცოტათი მაინც დაგასპოილერებთ. რეი [დეიზი რიდლი] "ძალის" პირველ ტალღებს გრძნობს და ლუკ სკაივოკერის [მარკ ჰამილი] საძებნად მიდის, რომელიც, თავის მხრივ, შორეულ კუნძულზე განდეგილად ცხოვრობს. მათ შორის ურთიერთობა რთულად მიმდინარეობს, მაგრამ სულ ვითარდება: ეს არაა კლასიკური, არქეტიპული ურთიერთობა აღფრთოვანებულ მოსწავლესა და თითქმის წმინდან მასწავლებელს შორის. რეის გმირი ამ ფილმში ისეთივე სრულყოფილია, როგორც სხვა სერიებში და ამას მის გენდერთან კავშირი არ აქვს. გენერალი ლეია [აწ გარდაცვლილი კერი ფიშერი] ისევ ლიდერობს სამსახურში, ადმირალი ჰოლდო კი [ლორა დერნი] ეჭვის თვალით უყურებს პოს [ოსკარ აიზააკი]. ქალებს შორის რთული და საინტერესო ურთიერთობები ვითარდება და აქ უკვე გენდერიც მნიშვნელობას იძენს: ქალებსა და კაცებს სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვთ სამხედრო-მილიტარულ სტრატეგიაზე და ეს ნამდვილად დაგვაფიქრებს ამ მიმართულებით.

შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ ორსაათნახევრიან ფილმში რეჟისორმა გამოძებნა ადგილი აზიურ-ამერიკული წარმოშობის ქალი გმირის როუზისთვის [კელი მარი ტრენი], რომელიც უშიშარ ფინთან [ჯონ ბოიეგა] საინტერესო თავგადასავლებში ეხვევა.

დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და ფსიქოლოგი ანალაიზ ოფელიანი ფილმის მიმართ დადებით კრიტიკას არ იშურებს. ოფელიანის მიმდინარე ფილმის პროექტს "ლეიას ძიებაში" ჰქვია და "ვარსკვლავური ომების" სერიების გმირების გოგონებსა და ქალებს ეხება. "უკანასკნელ ჯედაიში" ქალები აღწერილნი არიან, როგორც მრავალსახოვანი, რასობრივად და ასაკობრივად მრავალფეროვანი და სოლიდური პერსონები; ქალები მნიშვნელოვან ლიდერულ პოზიციებზე და ქალები, რომლებიც სტუდენტების და სწავლულების როლში გვხვდებიან" - ამბობს ოფელიანი.

"უკანასკნელი ჯედაი" იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ აქ გვხვდება პირველი სცენა, რომელიც "ბეჩდელის ტესტს" სრულად გადალახავს. "ქალი გმირები აქამდე ტრადიციულად კინემატროგრაფიულ იზოლაციაში იყვნენ მოქცეულნი. ეს ფილმი კი გვაჩვენებს ქალებს, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან და ერთად მუშაობენ, პოზიციები უკავიათ ტექნოლოგიურ სფეროში და მთავარ წარმმართველ ძალებს წარმოადგენენ", - ამბობს ოფელიანი.

მწერალმა და რეჟისორმა გურინდერ ჩადამ თავისი ვაჟიშვილი "უკანასკნელი ჯედაის" პრემიერაზე როიალ ალბერტ ჰოლში წაიყვანა. ჩადას აზრით, ფილმს გამოკვეთილად ფემინისტური განწყობა აქვს და ამავდროულად ინარჩუნებს "ვარკვლავური ომებისთვის" დამახასიათებელ ყველა ღირსშესანიშნავ ელემენტს. "მგონია, რომ ფილმი ძალიან კარგია, რომ ამ სეზონზე ყველა ძლიერი ქალი იყო გამოკვეთილი. ლორა დერნის გმირი ჭკვიანი ქალი ჩანს და იგივე პათოსითაა შექმნილი ლეიაც, რომლის მთავარი როლის შემსრულებელი კერი ფიშერი ფილმის გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ყველაფერი ფილმს მგრძნობელობას და ფემინურ შტრიხებს ჰმატებს. საერთო ჯამში, კარგი ფილმი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არაერთი საბრძოლო სცენაა ასახული, ის ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული სულიერებით."

სხვა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზოგადად, "ვარსკვლავური ომების" სერიები, ყოველთვის უსწრებდნენ დროს. "ფრენჩაიზი ყოველთვის გამოირჩეოდა ლიდერი ქალებით", ამბობს ბეთ უები, ფილმების კრიტიკოსი ჟურნალისტი და კინოში ქალების მოღვაწეობის აღმნიშვნელი ფესტივალის Bechdel Test Fest-ის ერთ-ერთი პროგრამერი: "ლეიას გარდა, "ამბოხებულებში" განსაკუთრებით ფელისიტი ჯოუნსის გმირი, ჯინი მომეწონა. ნამდვილად აღმაფრთოვანებელია ამ ორი ლიდერი ქალის ტრიუმფი. მათ ურთიერთობაში არც დაძაბულობა იგრძნობა და არც მტრობა; პირიქით: ეს ორი მეგობარი ქალი ერთად მუშაობს, რომ უფრო მასშტაბური რამ განახორციელონ, ვიდრე თვითონ არიან. ეს ორი გმირი ქალი ჩემს გულს ძალიან შეეხო და ეს ყველაფერი ამ ფილმის ღირსებას ერთი-ორად ამაღლებს ჩემს თვალში."

იმედია, რომ პოსტ-ვაინშტაინურ ეპოქაში, ქალი გმირებით ფილმებმა სწორედ ის გამოაჩინეს, რასაც წლებია, ფემინისტები ლობირებენ. უები ამბობს: "მომავალი წლის დიდი პრემიერების სიაში უკვე გამოკვეთილი ჰიტები არიან, მაგალითად: "დროული ნაოჭი [A Wrinkle in Time]", "ქალი-ჩიტი" [Lady Bird], "ოუშენის რვა მეგობარი" [Ocean’s Eight]. ამ ფილმების მომავალი წარმატების მყარი მტკიცებულებები უკვე გვაქვს და ამის ერთ-ერთი დასტური კრიტიკოსების უმაღლესი ქულებია. თავისი მთავარი სუპერ-გმირით, "იდუმალი ქალი" [Wonder Woman] ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. "გოგონების მოგზაურობა" [Girls Trip] პირველი კომედია იყო, რომლის შემოსავალმაც ერთმილიონიან ზღვრულს გადააჭარბა. "ქალი-ჩიტმა" Rotten Tomatoes-ს რეკორდი მოხსნა. ტელევიზია კი, ამ მხრივ, სულაც სინათლის სიჩქარითაა დაწინაურებული.

ორივე კრიტიკოსს, უებს და ოფელიანს, კიდევ ერთი განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ "ვარსკვლავური ომებისგან". "შემდეგი ნაბიჯი, წესით, ქალი რეჟისორი უნდა იყოს და ამის შესაძლებლობას, იმედი მაქვს, სწრაფად მზარდი ფრენჩაიზი მალე მოგვცემს" ამბობს უები. ინფორმაციამ გაჟონა, რომ რაიან ჯონსონი, რომელიც ‘ვარსვლავური ომების’ ახალი ტრილოგიის პირველი ფილმის რეჟისორი იქნება, ამ აზრს ეთანხმება. "უამრავი უნიჭიერესი ქალი რეჟისორია, მათ შორის არათეთრკანინანი ქალი რეჟისორები, და ქალები, რომელთა ნათამაშებ როლსაც სიხარულით ვნახავდი ამ ["ვარსკვლავური ომების"] სამყაროში. მინდა, რომ ეს ნამდვილად მოხდეს."

ავტორი: ანა სმიტი
წყარო: https://www.theguardian.com/film/2017/dec/18/star-wars-the-last-jedi-women-bechdel-test



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება