ბელგრადის პრაიდი საფრთხეშია
27 09 2010
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ“ (Amnesty International), გაფრთხილება მიიღო იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ ბელგრადის პრაიდს შეიძლება საფრთხე შეექმნას მემარჯვენე ჯგუფებისგან. პრაიდი, რომელიც 10 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, პირველი იქნება სერბეთის დედაქალაქში 2001 წლის შემდეგ. მაშინ, მსვლელობა ექსტრემისტების მხრიდან მონაწილეებზე თავდასხმის გამო ჩაიშალა. სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა მოუწოდა მოსახლეობას ”ქაოტური ატმოსფეროს” შექმნისა და ”მუქარისა და ძალადობის” წინააღმდეგ. მან განაცხადა: ”სახელმწიფო ყველაფერს იღონებს ადამიანების დასაცავად მათი ეროვნული, რელიგიური, სექსუალური ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. არც ერთმა ჯგუფმა არ უნდა მიმართოს მუქარას და ძალადობას, და საფრთხის ქვეშ მოაქციოს იმ ადამიანთა სიცოცხლე, ვინც განსხვავებულია ან განსხვავებულად ფიქრობს”. წყარო: http://www.pinknews.co.uk/2010/09/27/ammnesty-international-warns-of-violence-at-belgrade-pride/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება