გაერო - საჭიროა მეტი ინვესტიცია მეცნიერებაში ქალებისა და გოგონების განათლებისთვის
22 02 2018

11 თებერვალს, მეცნიერებაში ქალთა და გოგონათა მოღვაწეობის აღსანიშნავ საერთაშორისო დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიო მთავრობებს მოუწოდა მეტი ინვესტიცია გაიღონ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (ე.წ. STEM საგნები) ქალების განათლებისთვის.

იუნესკოს თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ქალები მკვლევარებისა და მეცნიერების სულ 30 %-ს შეადგენენ. მეტიც, უმაღლესი განათლების საფეხურზე, მხოლოდ დაახლოებით 3-დან ერთი ქალი სტუდენტი ირჩევს STEM საგნებს.

"ერთერთი იარაღი, რომლითაც მეცნიერებებში გენდერული უთანასწორობა შეიძლება დავარღვიოთ, არის გოგონებისა და ქალებისთვის ბარიერების მოხსნა სახლში, საკლასო ოთახებსა თუ სამუშაო ადგილებში. ეს მოთხოვს დამოკიდებულებათა ცვლილებას და სტერეოტიპების მუდმივ გამოწვევას," - ნათქვამია იუნესკოს დირექტორის - გენერალ ოდრი აზულაის და UN WOMEN-ის აღმასრულებელი დირექტორის ფუმზილე მლამბო-ნგკუკას ერთობლივ განცხადებაში.

"გოგონებისთვის რთულია საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ როგორც მეცნიერების, აღმომჩენების, ინოვატორების, ინჟინრების და გამომგონებლების, მაშინ როცა იმიჯი, რომელსაც ისინი სოციალურ მედიაში, სახელმძღვანელოებსა და რეკლამებში ხედავენ, გენდერულ როლებს ასე ვიწროდ და შეზღუდულად წარმოაჩენს" - აცხადებენ ისინი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეპორტში ვკითხულობთ, რომ ქალი სტუდენტების მიერ ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მიღების შესაძლებლობა მეცნიერებასთან დაკავშირებულ სფეროებში 18%, 8% და 2%-ია, მაშინ როცა კაც სტუდენტებში ეს მონაცემები 37%, 18% და 6%-ია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, განაცხადა: "ჩვენ გვჭირდება ქალებისა და გოგონების წახალისება და მხარდაჭერა, რათა მათ სრულ პოტენციალს მიაღწიონ სამეცნიერო კვლევებსა და გამოგონებებში."

"ეს სჭირდება ქალებსა და გოგონებს, და ეს სჭირდება მსოფლიოს, თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ ჩვენს ამბიციებს ჯანსაღ პლანეტაზე მდგრადი განვითარებისთვის" - ნათქვამია მის ოფიციალურ განცხადებაში.

საერთაშორისო დღე 2015 წლიდან არსებობს, როცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა აღენიშნა ქალების როლის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"