ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის მცდელობა
11 04 2009

გასულ კვირას ელ-სალვადორელმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელთაც ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინება და გეებისა და ლესბოსელების მიერ შვილად აყვანა უნდა აეკრძალა. ამის შესახებ www.ontopmag.com იტყობინება.

შესწორებები წარდგენილ იქნა ჯერ კიდევ 2006 წელს და ისინი წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ 2009 წლის აპრილში დაამტკიცა, თუმცა საკონსტიტუციო შესწორებების მიღებას ორი თანამიმდევრული ლეგისლატურის მხარდაჭერა სჭირდება.

მას შემდეგ, რაც 46-მა კანონმდებელმა შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 38-მა კენჭი უყარა მათ მიღებას, დისკრიმინაციული კანონმდებლობის შემოღების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

კონსერვატიულმა კანონმდებლებმა, რომლებიც კათოლიკური ჯგუფის ინტერესებს ლობირებენ, ვერ მოახერხეს უმრავლესობის (საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად საჭირო ორი მესამედის) მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ხოლო ელ-სალვადორის მმართველი პარტია, მემარცხენე “ფარაბუნდო მარტის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ფრონტი” (Farabundo Marti National Liberation Front) ერთსქესიანი ქორწინებისა და გეებისა და ლესბოსელების მიერ შვილად აყვანის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა.

გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის დედაქალაქ სან-სალვადორში ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია გაიმართა. მასში მონაწილეთა ლოზუნგები შემდეგნაირად ჟღერდა: “ქორწინება წმინდაა, დაიცავი ის!”

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ლგბტ უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა ხელისუფლებას არა ერთსქესიანი ქორწინების, არამედ - სამოქალაქო კავშირების ცნობის თაობაზე მიმართეს.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის