ნიდერლანდები ბურქისა და ემიგრაციის წინააღმდეგ
01 10 2010

კოალიციური შეთანხმება, რომელიც ახალი მთავრობის შემადგენელმა სამმა მემარჯვენე პარტიამ წარმოადგინა, ბურქის ტარების აკრძალვასა და ემიგრაციის შემცირებას მოიცავს, აცხადებს ტელეგრაფი.

ახალი კოალიცია გეგმავს ემიგრაციის შემცირებისკენ მიმართული ზომები მიიღოს. ბურქა ზოგადად იქნება აკრძალული ისევე, როგორც სამოსი, რომელიც სახეს ფარავს. პოლიციასა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს აეკრძალებათ თავსაბურავების ტარება.

გაზეთ Trouw -ის თანახმად მთავრობის ახალი კოალიციის ლოზუნგი ”თავისუფლება და პასუხისმგებლობა” იქნება. მთავრობა დამატებით 2,500 პოლიციის ოფიცერს დანიშნავს და 500 ოფიცერს ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლისთვის გამოყოფს.

სხვა ზომები, რომლებიც უკვე გამოაშკარავდა მოიცავს საპენსიო ასაკის 65-დან 66 წლამდე გაზრდას, პატარა კაფე-ბარებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის გაუქმებასა და გზებზე სიჩქარის შეზღუდვის 130 კმ/სთ-მდე გაზრდას.

წყარო:

http://awid.org/eng/Women-s-Rights-in-the-News/Women-s-Rights-in-the-News/Netherlands-Burqa-ban-immigration-cuts-included-in-coalition-accord-say-papers



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი