ლგბტქ+ ციფრული კამპანია #FiveFilms4Freedom მესიჯით: "სიყვარული ადამიანის უფლებაა"
28 03 2018

მსოფლიოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლგბტქ+ (ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ) ციფრული კამპანია წელს მეოთხედ 21 მარტიდან 1 აპრილამდე მიმდინარეობს. კამპანიის 2018 წლის მთავარი მესიჯია "სიყვარული ადამიანის უფლებაა".

ბრიტანეთის საბჭო BFI Flare-თან თანამშრომლობით: ლონდონის ლგბტქ ფილმების ფესტივალის ფარგლებში ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოსთვის ხუთ ლგბტქ+ თემატიკის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელთა ყურებაც ონლაინ უფასოდაა შესაძლებელი 12 დღის განმავლობაში. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ხუთივე ფილმი ნახოთ ბრიტანეთის საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.

პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინორეჟისორებს, შერჩეულია BFI Flare ფესტივალის მიერ და სწორედ ამ ფესტივალის მიმდინარეობისას იქნება ხელმისაწვდომი.

შემოგვიერთდით ტვიტერზე: #FiveFilms4Freedom

სუბტიტრები: თქვენ შესაძლებლობა გექნებათ უყუროთ ფილმებს ინგლისური, არაბული, ჩინური, რუსული და ლათინო-ამერიკული ესპანური სუბტიტრებით. თქვენთვის სასურველი ენის შესარჩევად დააჭირეთ პარამეტრების დაყენების ღილაკს ვიდეო ფლეიერზე და შემდეგ 'Subtitles/CC'. სუბტირების გამოსართავად დააჭირეთ 'CC' თქვენს ფლეიერზე.

BFI Flare
British Council Film
United Nations Free & Equal



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი