ნობელის ლაურეატი ისრაელში არ შეუშვეს
30 09 2010

ისრაელის მთავრობამ უარი თქვა მშვიდობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატის მაირიდ მაგუაირის ისრაელში შეშვებაზე. მაგუაირმა გაასაჩივრა ისრაელის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და იგი დაკავებულია, სანამ სასამართლო საჩივარს განიხილავს.

ირლანდიელი მშვიდობისმყოფელი - რომელმაც 1976 წელს მიიღო ნობელის პრემია ჩრდილო ირლანდიაში მშვიდობის დამყარებისათვის გაწეული ღვაწლის გამო - თელ–ავივის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდა ფრანკფურტიდან. აეროპორტის ხელმძღვანელობამ ნება მისცა მაგუაირის მეგზურსა და კოლეგას, ენ პეტერსონს, ქვეყანაში შემოსულიყო. ორივე ქალი ისრაელში ნობელის ქალთა ინიციატივის მიერ ორგანიზებულ ქალთა მშვიდობის დელეგაციას წარმოადგენს. ეს გლობალური ინიციატივაა, რომლის თანადამფინანსებელი თავად მაგუაირია.

მაგუაირი ერთხელ უკვე დააკავეს გასულ ივნისს, როცა ისრაელის საზღვაო კომანდოსმა საერთაშორისო წყლებში უკანონოდ ჩაიგდო ხელში ირლანდიური სატვირთო გემი Rachel Corrie. გემის მგზავრებს შორის იყო მაგუაირი, გაეროს ყოფილი მდივნის ასისტენტი - გენერალი დენის ჰოლიდეი და სხვა ირლანდიელი და მალაიზიელი აქტივისტები.

MV Rachel Corrie - რომელსაც ებრაელი ჯარისკაცების მიერ მოკლული ახალგაზრდა ამერიკელი მშვიდობის აქტივისტის სახელი დაარქვეს - უკანასკნელი დარჩენილი ხომალდი იყო 40 ქვეყნის ძალისხმევით შექმნილი ღაზას თავისუფლების ფლოტიდან. ფლოტის მიზანი იყო დაერღვია ისრაელის ბლოკადა.

წყარო:

http://awid.org/eng/Women-s-Rights-in-the-News/Women-s-Rights-in-the-News/Media-Advisory-Nobel-Women-s-Initiative-Nobel-Peace-Laureate-Refused-Entry-Into-Israel-Mairead-Maguire



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი