ქალთა უმრავლესობა შვეიცარიის კაბინეტში
23 09 2010
შვეიცარიელმა ქალებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მართვის სადავეები ალპურ ქვეყანაში, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება 1971 წლამდე არ შეეძლოთ.
შვეიცარიის ერთ-ერთი ოლქი, აპენცელ ინერჰოდენი 1990 წლამდე აგრძელებდა ქალთა დისკრიმინაციას ადგილობრივ არჩევნებში, რის გამოც შვეიცარიამ, ევროპაში უკანასკნელმა მიიღო ხმის მიცემის უნივერსალური კანონი.
ევროპის ქვეყნები, სადაც მთავრობაში ქალების რაოდენობა მამაკაცებისას აჭარბებს შემდეგია: კაპო ვერდე, ფინეთი და ნორვეგია. შვეიცარიის მთავრობის კაბინეტში 4 ქალი და 3 მამაკაცია, რის შედეგადაც ალპური ქვეყანა ზემოხსენებულ სიაში მეოთხე ადგილზე ხვდება.
წყარო:
ფოტო

"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი

სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება

ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"