კანონის თანახმად, ბავშვები, რომელთაც ტუნისელი დედები ჰყავთ, ტუნისურ მოქალაქეობას მიიღებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ქვეყნის გარეთ დაიბადნენ, მათი მამები სხვა ეროვნების არიან ან მათი ვინაობა უცნობია.
ტუნისელი ქალები, სამოქალაქო უფლებების კუთხით, არაბულ სამყაროში პირველ ადგილზე არიან. გარდა იმისა, რომ პოლიგამია ტუნისში ოფიციალურადაა აკრძალული, ქორწინების მინიმალური ასაკი გოგონებისთვის 17 წელს შეადგენს, ისიც იმ შემთხვევაში თუკი გოგონა და მისი დედა თანახმანი არიან.
ტუნისელ ქალებს უფლება აქვთ საკუთარი გვარი მისცენ ბავშვებს, რომელთა მამების ვინაობა უცნობია.
ქალებს ტუნისში პრივილეგიები აქვთ, როცა საქმე ეხება განათლებასა და სამედიცინო მომსახურებას. მაგალითად, ექვს წმალდე ასაკის ტუნისელი გოგონების 99% სკოლაშია დარეგისტრირებული, 59% შეადგენს უნივერსიტეტის სტუდენტებს. ამასთან ერთად მშობიარობის 90% სამედიცინო დახმარების ფონზე ხდება.
ტუნისელი ქალები ასევე შეადგენენ მოსამართლეების 27%, ექიმების 42% და ფარმაცევტების 72%. ასევე 10,000 ქალზე მეტი საკუთარი ბიზნესის მფლობელია.
მიუხედავად ამისა, ტუნისელი ფემინისტების და აქტივისტების აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობაში მმართველ პოზიციებზე, რომლებიც ქვოტის სისტემით რეგულირდება, ქალებს ჯერ კიდევ უსამართლოდ ეპყრობიან.