ფოტო: UN WOMEN
გოგონების საერთაშორისო დღე
11 10 2018

გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიამ რამდენიმე კრიტიკული სტატისტიკურ მონაცემი გაავრცელა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ როგორ სავალალოდ აისახება გენდერული სტერეოტიპები გოგონებზე მცირეწლოვანი ასაკიდან. კამპანია მთელ მსოფლიოს მოუწოდებს გვერდით დაუდგნენ უმცროსი ასაკის გოგონებს, რომლებიც მათთვის კრიტიკული ცვლილებების მომენტში უკეთესი მომავალისათვის იბრძვიან.

დღევანდელ მსოფლიოში 1.1 მილიარდი გოგონა ცდილობს გოგონად ყოფნის გამოცდილების განსაზღვრას და სტატუს-კვოს შეცვლას.

მსოფლიოს მასშტაბით, გოგონები უამრავ წინაღობას აწყდებიან განათლების მიღებისა და დასაქმებისას. მათ ნაკლები წვდომა აქვთ ინფორმაციაზე, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე და რესურსებზე, როგორიცაა ინტერნეტი.

მსოფლიო ახალგაზრდობის მეოთხედი, რომელთა უმრავლესობა გოგონაა, არ არის დასაქმებული და ვერ იღებს განათლებას.

მხოლოდ მიმდინარე წელს, მსოფლიოს განვითარებად რეგიონებში, 12 მილიონი გოგონა 18 წლამდე დაქორწინდება, ხოლო 15-დან 19 წლამდე ასაკის 21 მილიონი გოგონა დაფეხმძიმდება.

და მაინც, ისინი იბრძვიან და ისინი წარმატებას მიაღწევენ. ისინი ინოვაციურ ტექნოლოგიებს იგონებენ გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, ისინი ზრუნავენ გარემოზე, ისინი ძალადობის წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ და ისინი ემზადებიან ლიდერობისთვის.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია