500-ზე მეტი გაუპატიურების ფაქტი კონგოში
09 09 2010

გაეროს ასისტენტმა გენერალმა მშვიდობის საკითხებში ატულ ხარემ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განუცხადა, რომ 267-ზე მეტი გაუპატიურების ფაქტი აღირიცხა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე 242 სექსუალური ძალადობის ფაქტი იქნა აღრიცხული ლუვუნგიში, 2 2000 -იან სოფელში, რომელიც გაეროს მშვიდობის ბანაკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

გაუპატიურება, როგორც ომის იარაღი, შემზარავად გახშირდა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამთავრობო ჯარმა და გაეროს მშვიდობისმყოფელებმა ვერ მოახერხეს რამდენიმე ათასი აჯანყებულის დამარცხება. ლუვუნგი სასოფლო სამეურნეო ცენტრია, რომელიც გომას (აღმოსავლეთ პროვინციის დედაქალაქი) და დიდ სამთო ქალაქ ვალიკალეს შორის გზაზეა განლაგებული.

ხარეს განცხადებით, საბჭოს სხდომის შემდეგ, 15 000-ზე მეტი გაუპატიურების ფაქტი იქნა აღრიცხული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2008 და 2009 წლებში.

წყარო:

http://awid.org/eng/Women-s-Rights-in-the-News/Women-s-Rights-in-the-News/UN-Reports-over-500-Rapes-in-Eastern-DRC



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის