ფოტო: "ქალთა ფონდი" | იდა ბახტურიძე და ნატა ტალიკიშვილი
"სანამ ამ ქვეყანაში ერთ ქალს მაინც ესვრიან ქვას, ჩვენ ყველანი გადავეფარებით ერთმანეთს, დებო!"
03 12 2018

კატო მიქელაძის პრემიის 2018 წლის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი, ნატა ტალიკიშვილი, ფეისბუქის გვერდზე იხსენებს პრემიით დაჯილდოების საღამოს, როცა თავს დაესხნენ:

"კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოების მერე ყოველი წუთი ისეთი ემოციურია ჩემს ცხოვრებაში, აქამდე ვერაფრის დაწერას მოვაბი თავი.

ახლაც ვერ ვწერ ბევრს...

დაჯილდოებიდან რომ ვბრუნდებოდი სახლში, შემეშინდა მიწისქვეშაში ჩასვლა, არავინ დამხვდეს მოცლილი და ეს დღესასწაული არ ჩამაშხამოს მეთქი. ზემოდან გადავედი ტრასაზე. წუთნახევარში მოასწრეს და "მადონა, ლუბა, ლეილა" ყველა სახელი დამიძახეს და ქვები დამიშინეს. მაგრამ მე ვიცი, რომ სანამ ამ ქვეყანაში ერთ ქალს მაინც ესვრიან ქვას, ჩვენ ყველანი გადავეფარებით ერთმანეთს, დებო!

ტრანსგენდერი ქალების უფლებები ქალთა უფლებებია.

მადლობა სულ სულ ყველას!

მადლობა იდას (იდა ბახტურიძე, კატო მიქელაძის 2018 წლის პრემიის გამარჯვებული) რომ ჩემი დასახელება ლამის თავისზე მეტადაც კი გაუხარდა. გილოცავ დაო, შენ ეს ჯილდო დაიმსახურე!"



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა