: მსახიობი და მოდელი: კარა დელევინი/ ფოტო: ანგელა ვაისი/AFP/Getty Images
კარა დელევინს ჰარვი ვაინშტაინმა ურჩია "წვერი გაეზარდა"
16 09 2019

მსახიობი ამბობს, რომ ყოფილმა პროდიუსერმა რჩევის სახით უთხრა, რომ ის ვერასდროს მიაღწევდა ჰოლივუდამდე, როგორც გეი ქალი.

კარა დელევინმა განაცხადა, რომ მას ჰარვი ვაინშტაინმა ურჩია "წვერი გაეზარდა" რათა შეენიღბა საკუთარი სექსუალობა, იმისთვის, რომ კინოინდუსტრიაში წარმატებას მიეღწია. "ნეტ ა პორტერთან" ინტერვიუში დელევინმა თქვა, რომ "ერთერთი პირველი, რაც ჰარვი ვაინშტაინმა მითხრა, იყო "შენ ვერასდროს შეაღწევ კინოინდუსტრიაში, როგორც გეი ქალი - გაიზარდე წვერი."

ტერმინი "წვერი" ტრადიციულად გამოიყენება ისეთი ადამიანის დასახასიათებლად, რომელიც სოციალურ გარემოებებში თავის სექსუალურ იდენტობას მალავს. დელევინი, რომელიც თავს გენდერ-ფლუიდურად მიიჩნევს, ამატებს, რომ ინდუსტრიისგან მისი სექსუალობის მიმართ წინააღმდეგობა უგრძვნია და ამბობს: " დასაწყისში, ეს ნამდვილად არ დამხმარებია". მსახიობის განცხადება ეხმიანება კრისტენ სტიუარტის უკანასკნელ კომენტარსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მას ეუბნებოდნენ "არ გაევლო ქუჩაში შეყვარებულ გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებულს", რათა მეინსტრიმ კინოს მთავარი როლები მოეპოვებინა.

2017 წელს, დელევინმა განაცხადა, რომ ვაინშტაინმა მისი სექსუალური შევიწროება სცადა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს მოსთხოვა ეკოცნა ჯერ სხვა ქალისთვის და შემდეგ თავად გაიწია მის საკოცნელად, მიუხედავად იმისა, რომ კარას ადგილის დატოვება სურდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ იმავე პოსტში კარამ დაამატა, რომ ვაინშტაინმა მას ასევე უთხრა: "თუ გეი ვიყავი, ან გადავწყვიტე, რომ გოგოსთან ერთად ვყოფილიყავი, განსაკუთრებით კი ღიად საზოგადოებაში, ვერასოდეს მივიღებდი ჰეტეროსექსუალი ქალის როლს, ან გავხდებოდი მსახიობი ჰოლივუდში". ვაინშტაინი ყველა ბრალდებას არანებაყოფლობითი სექსუალური კავშირის მცდელობის შესახებ უარყოფს.

წარმატებული სამოდელო კარიერის პარალელურად, დელევინი გამოჩენილა რიგ ფილმებში, როგორიცაა: "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი",Tulip Fever და London Fields.

წყარო: გარდიანი



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"