გეი უფლებები აფრიკაში: კარგი სიახლეები
10 10 2010

კენიაში, დევიდ კურია - გეი მამაკაცი - კენჭს იყრის სენატში. გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება მეორე ღია გეი პოლიტიკოსი აფრიკაში (პირველი სამხრეთ აფრიკელი იან ოლისია). კურია, რომელიც კენიის გეი და ლესბოსელთა კოალიციისს ხელმძღვანელია, უკვე კარგად არის ცნობილი კენიელებისთვის მრავალრიცხოვანი სატელევიზიო გამოსვლებიდან.

ზამბიასა და მალავიში მთავრობები იწყებენ იმის აღიარებას, რომ აივ/შიდსის საკითხთან საქმის ქონა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ გეი ადამიანები არსებობენ. გარდა ამისა, გასულ თვეს კენიელი გეები ღიად შეუერთდნენ მსვლელობას ნაირობიში, რომლის მოთხოვნაც იყო კენიის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება. კურიას თქმით ისინი კარგად მიიღეს.

უგანდაში, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა და გამოჩენილმა ფიგურებმა როგორიცაა ეპისკოპოსი კრისტოფერ სენიონჯო, გაილაშქრეს ლგბტ უფლებების დასაცავად. კამერუნში, გეი ლიდერი სტივ ნემანდე ამბობს, რომ მედია დაფარვა ჰომოსექსუალობის თემაზე სწრაფად უმჯობესდება.

სამხრეთ აფრიკაში, ორი კვირის წინ მასობრივი მსვლელობა მოეწყო ლესბოსელთა ე.წ. ”სამკურნალო გაუპატიურების” წინააღმდეგ.

აფრიკული მოძრაობები, როგორიცაა ”აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია” და ”აფრიკელი მამაკაცები სექსუალური ჯანმრთელობისათვის” ნელ-ნელა იზრდება და აღმოსავლეთ აფრიკული ქსელიც ჩამოყალიბების სტადიაშია.

წყარო:http://madikazemi.blogspot.com/2010/10/gay-rights-in-africa-now-for-good-news.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"