: ირანში იზრდება მოსახლეობის პროტესტი მმთარველთა მიმართ/AFP
დემონსტრანტი სტუდენტების განცხადება ირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან
14 01 2020

2006 წელს, ირანში, საქინე მოჰამადი აშთიანის მიმართ გამოტანილი ჩაქოლვით სიკვდილის განაჩენი რამდენიმეწლიან გლობალური საპროტესტო ტალღად მოედო მსოფლიოს, რომელსაც ქალები თბილისშიც ვუერთდებოდით (2010 წლის დემონსტრაცია).

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში, ჩვენთვის მნიშვენლოვანია, თვალი ვადევნოთ სხვადასხვა ფორმის სისტემური ჩაგვრების წინააღმდეგ მობილიზებულ სოციალურ ჯგუფებს და მათ საპროტესტო მოძრაობებს, როგორც თეოკრატიულ, ისე დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომელთა ავანგარდში ყოველთვის იყო ქალთა უფლებრივი მოძრაობები.

მნიშვნელოვანია დავინახოთ და გავაანალიზოთ მრავალშრიანი მჩაგვრელური სისტემების ყველა განზომილება - პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური - რომლებიც საფუძვლად უდევს ამ სოციალური ჯგუფების სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრას და დისკრიმინაციას.

დღეს, ირანიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, ჰონგ-კონგიდან ჩილემდე, სოციალური ჯგუფები, ქალების აქტიური მონაწილეობით, მობილიზდებიან ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფების შემოქმედი ელიტების მილიტარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ და იბრძვიან განმანთავისუფლებელი და დემოკრტიული ცვლილებებისთვის.

ამ პროცესის მნიშველოვანი მაგალითია თეირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები და მათი განცხადება, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

"დღეს ირანი სევდითა და მწუხარებით არის სავსე. ჩვენ სისხლს ახალი სისხლით ვრეცხავთ, ახალი ტკივილი ძველს მოსდევს, ერთი წამებულის სხეულს მეორე წამებულის სისხლით ვრეცხავთ. ჩვენ კრიზისს კრიზისზე განვიცდით.

ჩვენ ირანელი ხალხის შვილები, საკუთარ თავს მისგან არ ვაცალკევებთ. მისი ტკივილი ჩვენი ტკივილია, მისი გლოვა ჩვენს გულებს აწვება. ოთხშაბათს დილით კრიზისმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, და ჩვენი თანამემამულეების ქემრანში სიკვდილიდან(სულეიმანის დაკრძალვისას) მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ნაციამ ისევ გადაიტანა საკუთარი შვილების თვითმფრინავში სიკვდილი. ჩვენ ჯერ ვერ მოვასწარით აბანის თვის(ნოემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციისას) წამებულების დატირება, და მორიგი უბედურება დაგვატყდა თავს.

დღეს ჩვენ ყველა მხრიდან შემორტყმულები ვართ "ბოროტი" ძალებით. იმის გარდა, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ და პოლიტიკურმა რეპრესიებმა ხალხი ზღვრამდე მიიყვანა, ახლა ჩვენს თავებზე ომის ჩრდილი ჩამოწვა. ძალოვანი სტრუქტურებიდან მომავალ მუდმივ მუქარებს შორის, ირანის პოლიტიკურ კლიმატში ყველაზე მეტად ხალხის ხმა გვაკლია. ხოლო ხალხი პირველ რიგში თავისუფლებასა და თანასწორობას მოითხოვს, აბანის თვეში ხალხი რაც შეიძლება ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა იმისათვის რომ გზავნილს ადრესატამდე მიეღწია.

ბოლო ორი თვის მოვლენებმა ნათლად აჩვენა ირანის მმართველი რეჟიმის სრული უუნარობა, რეჟიმის, რომელიც ნებისმიერ კრიზისს ძალის გამოყენებით პასუხობს. დღეს ჩვენი ვალია მთელი საკუთარი ძალისხმევა სისტემის როგორც ასეთის წინააღმდეგ მივმართოთ, იქნება ეს რეპრესიული სახელმწიფო თუ იმპერიალისტური რეჟიმების პოლიტიკა.

ბოლო წლებში ამერიკის ყოფნას ახლო აღმოსავლეთში არაფერი უშობია მზარდი დაუცველობისა და ქაოსის გარდა. ჩვენ გვაქვს სრულიად მკაფიო აზრი ამ აგრესიული პოლიტიკის შესახებ. მაგრამ ჩვენთვის ისეთივე ნათელია, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების გამართლება შეუძლებელია აშშ-ს მიერ რეგიონში განხორციელებული ავანტიურიზმით.

დღეს ყველა იმეორებს მანტრას "ეროვნული უსაფრთხოების" შესახებ, ხოლო ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რომელ სოციალურ ჯგუფებზე, კლასებსა და სტრატებზეა საუბარი. ჩვენ არ გვეშინია მათთვის ხმამაღლა და პირდაპირ თქმა, რომ 30 წლის განმავლობაში მზარდმა დაუცველობამ გააუარესა ღარიბთა, უპოვართა და მიტოვებულთა მდგომარეობა. ბოლო 30 წლის ეკონომიკურმა პოლიტიკამ პრივილეგირებულების, მდიდრების და კორუმპირებულების მეზობლად მთელი რიგი გამორიცხული ჯგუფების შექმნა გამოიწვია.

პრობლემა მძიმდება იმით, რომ საზღვარგარეთ, ძლევამოსილი სახელმწიფოების ფინანსური და მედია მხარდაჭერით, კორუმპირებული და მთლიანად დამოკიდებული ოპოზიციის ჯგუფები ჩამოყალიბდა.

ძვირფასო ირანელებო! მიმდინარე კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ხალხის დემოკრატიულ უფლებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაბრუნებაა, პოლიტიკასთან რომელიც არ ისწრაფვის იმპერიალიზმის მკლავებში დესპოტიზმის შიშით და დესპოტიზმს იმპერიალიზმთან წინააღმდეგობით არ ამართლებს. დიახ, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დესპოტიზმისა და იმპერიალიზმისათვის ნათქვამი ერთნაირი "არა" არის.

ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს თავისუფლებასა და თანსწორობას მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ჯგუფისა და კლასისათვის, არამედ ამ პრინციპებს მთლიანად ხალხის ხელშეუვალ უფლებად ჩათვლის. დღეს ყველას ესმის სოციალური და პოლიტიკური დემოკრატიის აუცილებლობა, დემოკრატიის, რომელშიც ძალაუფლება არ იქნება გულგრილი ადამიანების მდგომარეობის მიმართ და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, თავისუფლებას და თანასწორობას ყველასათვის.

ჩვენ, ირანის შვილები, ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს ჩვენი ასობით თანამემამულის მეწამეობრივი სიკვდილის გამო, ქემრანში მომხდარისას და თვითმფრინავის ჩამოვარდნისას. ჩვენ გპირდებით, რომ ეს სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ისტორიას არ დაავიწყდება არცერთი უდანაშაულოს სისხლი. ისტორია ყოველთვის სამაგიეროთი ბრუნდება და შურს იძიებს მჩაგვრელებზე ჩაგრულთა დაღვრილი სისხლის გამო.

წყარო
თარგმნა: გიორგი ღვინჯილიამ



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება