საჯად ყადერზადე და ჰუთან ქიანი დააკავეს
11 10 2010

2010 წლის 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, თაბრიზში საქინე მოჰამადი აშთიანის შვილი საჯად ყადერზადე და ადვოკატი ჰუთან ქიანი ორ გერმანელ ჟურნალისტთან ერთად დააპატიმრეს. სამართალდამცავები ადვოკატის ოფისში შეიჭრნენ, როდესაც იქ ინტერვიუ იწერდნენ.

მათი ადგილმდებარეობა მოცემული დროისთვის უცნობია და არავითარი ინფორმაცია არ გაჟღერებულა მათი მდგომარეობის შესახებ დაპატიმრების მომენტიდან. ერთადერთი ცნობილი ფაქტი ისაა, რომ დაკავებისას ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრებოდა მინა აჰადის - ჩაქოლვისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო კომიტეტების წარმომადგენელს. მას მოულოდნელად მოუხდა საუბრის შეწყვეტა, როცა სამართალდამცავებმა ძალადობრივად შემოაღწიეს შენობაში.

მინა აჰადი შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა მათთან დაკავშირებას. მან აგრეთვე დაუყოვნებლივ შეატყობინა მომხდარის შესახებ შესაბამის პრეს სააგენტოს და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს. დაკავების ფაქტი უკვე დადასტურდა.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ

საერთაშორისო კომიტეტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

წყარო: http://missionfreeiran.org/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა