ფოტო: საპროტესტო მსვლელობა Black Trans Lives Matter @mynameisjro
პრეზიდენტი ტრამპი აჩერებს ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაციისგან დაცვას
16 06 2020

ღამის კლუბ პულსში ხოცვა-ჟლეტიდან ოთხი წლის თავზე და კორონავირუსის პანდემიის შუაგულში, ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ცვლილებებს უკან აბრუნებს. ახალი წესი ჯანდაცვის და დაზღვევის პროვაიდერებს უფლებას მისცემს უარი განუცხადონ ტრანსგენდერ ადამიანებს სამედიცინო დახმარების გაწევასა და დაფარვაზე.

პარასკევს [12 ივნისს], ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა რომ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ჯანდაცვაში დისკრიმინაციისაგან დაცვის წესს შეცვლის, წესს რომელიც აგვისტოში შევა ძალაში. ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის თქმით ახალი წესდება "სქესს" დაბადებისას მინიჭებული გენდერის მიხედვით განმარტავს - "მამრობითი ან მდედრობითი ... როგორც ბიოლოგიურად განსაზღვრული" - რაც მედიკოსებს და დაზღვევის პროვაიდერებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის საშუალებას მისცემს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ეს განცხადება პანდემიის შუაგულში და პრაიდის თვის დროს გააკეთა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ეს განცხადება ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ღამის კლუბ "პულსში" მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მეოთხე წლის თავს დაემთხვა, სადაც 49, მეტწილად ლათინო-ამერიკული წარმოშობის ლგბტქ+ ადამიანი მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ბევრი ქმედების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მთავარი აზრი ამ თვალსაჩინო სინქრონულობის სისასტიკეს ენიჭება.

ეს წესი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის არა-დისკრიმინაციულ დებულებას მიეკუთვნება, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაატარა, და რომელიც "კრძალავს რასობრივი, კანის ფერის, ეროვნების, სქესობრივი, ასაკობრივი ან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას" ჯანდაცვის სფეროში. 2016 წელს, ობამას ადმინისტრაციამ გააფართოვა "სქესის" ცნება, რათა მას მოეცვა გენდერული იდენტობა, განსაზღვრული როგორც "კაცი, ქალი, არცერთი, ან კომბინაცია", რაც ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები და დაზღვევის პროვაიდერები ვერ მოახერხებდნენ ტრანსგენდერი პირების მიმართ დისკრიმინაციას ან მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის თქმას. (აღსანიშნავია, რომ ეს წესი უმალვე მოექცა ლეგალური გამოწვევების წინაშე, ხოლო 2016 წლის დეკემბერში გამოცემულმა ბრძანებამ დაზღვევის დებულების ამოქმედება შეაჩერა)

ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების პრეს-რელიზის მიხედვით, ძველი დეფინიციისაგან განსხვავებით "სქესი" ამჟამად განსაზღვრული იქნება როგორც "კაცი ან ქალი, მხოლოდ ბიოლოგიური განსაზღვრების თანახმად", და ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ობამას ადმინისტრაციის წესდებას. ამ სვლას ტრასნგენდერი ადამიანებისათვის შორსმავალი და საზარელი მნიშვნელობა აქვს. მედიკოსებს შეეძლებათ ნებისმიერ ტრანსგენდერ ადამიანს უარი განუცხადონ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მკურნალობის დანიშვნაზე სამედიცინო ტრანზიციის რევერსირების პროცესში.

დაზღვევის პროვაიდერებს საშუალება ექნებათ უარი განაცხადონ ტრანზიციასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, როგორიცაა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ან გენდერის აფირმაციის ოპერაცია.

როჯერ სევერინო, ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების სამოქალაქო უფლებების დირექტორი, დიდი ხანია რაც ლგბტქ+ პირების კანონიერ დაცვას აკრიტიკებს. ეს ერთგული კონსერვატორი და თავგამოდებული კათოლიკე "რელიგიური თავისუფლების" დღის წესრიგის მამოძრავებელ ფიგურად აღიქმება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ჯანდაცვის წესდების საყრდენია. სევერინომ განაცხადა, რომ არა-დისკრიმინაციული წესის შეცვლა "ნათელს მოჰფენს იმ მასშტაბურ გაუგებრობას, რომელიც ობამას მიერ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის რედეფინიციამ გამოიწვია. სქესი ბიოლოგიური რეალობაა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მედიცინისა და მეცნიერების პრაქტიკაში". ამასთან, პრეს-რელიზი ამტკიცებს, რომ "ძვირადღირებული, უცხო ენებზე დაბეჭდილი შენიშვნების" გაუქმებით 2.9 მილიონი დოლარი დაიზოგება, რაც თავისთავად მეტად არამყარ ნიადაგს ჩაუყრის მათ ხიფათისშემცველ ტრანსფობიურ დღის წესრიგს.

მაშინ, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის აფირმაციის მკურნალობის ჩატარების თვალსაზრისით დისპროპორციულად დამოკიდებული არიან ჯანდაცვის სისტემაზე, ისინი სისტემურ დისკრიმინაციისა და ისეთი პირობების პირისპირ ექცევიან, რომელიც მათ საფრთხეში აგდებს კორონავირუსის პანდემიის დროს. ტრანსგენდერი ადამიანების დაახლოებით 30%-მა განაცხადა შეურაცხმყოფელი გამოცდილების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20 %-ს უარი განუცხადეს ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე თავიანთი გენდერის გამო, ხოლო ბევრი მათგანი თავს არიდებს სამედიცინო დახმარების მოძიებას არასათანადო მოპყრობის შიშის გამო.

ტრანსგენდერი ადამიანებსიღატაკის გაცილებით მაღალ დონეა, ვიდრე შეერთებული შტატების საშუალოდ აღებული სიღატაკის მაჩვენებელი - 29% 12%-თან შედარებით - ისევე, როგორც მათ მუშევრობისა და უსახლკარობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვთ. შედეგად, მათ დაზღვევის გარეშე დარჩენის საგრძნობლად მეტი ალბათობა აქვთ: დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ტრანსგენდერმა ადამიანმა ვერ შეძლო ექიმის მონახულება გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი ჩაგვრა და სიღატაკე მათ უფრო მოწყვლადს ხდის კორონოვირუსის მიმართ.

ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების ახალი წესდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ტრანსგენდერი თემის წინააღმდეგ შეტევების ნაწილია, და ეს განსაკუთრებით ფერადკანიან ტრანსგენდერ ადამიანებს აგდებს საფრთხეში, რომლებიც დისპროპორციულად ხდებიან ჩაგვრის და ძალადობის სამიზნეები. მიმდინარე ამბოხებამ პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ ამ გამოწვევას უპასუხა და კვირას [14 ივნისს] ნიუ იორკში ათასობით ადამიანმა Black Lives Matter-თან სოლიდარული მსვლელობა მოაწყო; ჩვენ უნდა განვაგრძოთ სახელმწიფოს მხრიდან ტრანს ადამიანების მიმართ ყველანაირ - მათ შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული დისკრიმანაციის ფორმით - ძალადობასთან ბრძოლა.

კორპორაციების მიერ გაძღოლილი და მოგებით მოტივირებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც კაპიტალისტური მმართველობის კაპრიზებს ექვემდებარება, ვერასდროს შეძლებს უზრუნველყოს უსაფრთხოება ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომლებიც აუცილებლად სრულად მიუძღვნიან თავს ჯანდაცვის რეფორმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ჩვენ გვჭირდება ბრძოლა უნივერსალური ჯანდაცვისთვის, რომელიც მუშაკებისა და პაციენტების კონტროლს დაექვემდებარება და საზოგადოების კოლექტიურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. მხოლოდ მუშაკების მიერ მართული, ნაციონალიზებული სისტემა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე ჩაგრულ პაციენტებს მიექცევათ, მოგვცემს ჯანდაცვის გარანტიას ყველა ადამიანისთვის. და მაშინ როდესაც კორონავირუსის პანდემია გაუმაძღრად ანადგურებს შეერთებულ შტატებს, საზოგადოების ყველაზე ჩაგრული ადამიანების საფრთხეში ჩაგდება უკვე ნამდვილად მეტისმეტია.

მთარგმნელი: ანა ითონიშვილი

წყარო



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია