: ტომ ბრენერი / Reuters
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილება ათწლეულების მუშაობის შედეგია. წინ კიდევ ბევრი საქმეა.
19 06 2020

ავტორი: ჩეის სტრანჯიო, ტრანს აქტივისტი და ACLU-ს წევრი ადვოკატი

კანონი ხშირად ოპერირებს, როგორც ისტორიულად გარიყულ და ჩაგრულ თემთა უამრავი წევრის - მათ შორის ლგბქტ თემის წევრების - უდროოდ გარდაცვალების განმარტებითი აპარატი, და არა როგორც პრევენციის მექანიზმი. ეიმი სტეფანსის და დონ ზარდას სიკვდილი, რომელთა სამსახურებრივი დისკრიმინაციის საქმეები უზენაესმა სასამართლომ მათი სიკვილიდ შემდეგ, ორშაბათს [15 ივნისს], მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, სწორედ ამის მაგალითია.

ვერც ეიმი, რომელიც თირკმლის დაავადების გართულებით ერთი კვირის წინ გარდაიცვალა, და ვერც დონი, რომელიც უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ვერ მოესწრნენ მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას, რომელთა შესახებ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი საარსებო წყარო - და, ამგვარად, დღევანდელ ამერიკაში, მათი ჯანმრთელობის დაზღვევაც - განსაზღვრული არ უნდა ყოფილიყო მათი სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული იდენტობით.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათწლეული ვიცხოვრეთ სახელმწიფო და ადგილობრივი კანონებისა და დაბალი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებათა შეკოწიწებული ნაკრების ქვეშ, დღეს უკვე აშშ-ს ყველა ლგბტქ მოქალაქეს სამუშაო ადგილზე დაცვის მექანიზმი აქვს. ჩემთვის ეს მძლავრი შეხსენება იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ადვოკატებმა ჩვენს სამუშაოში ჯერ კიდევ ვიპოვოთ იმედი, მიუხედავად კანონის თანამდევი კომპრომისებისა, ხელახალი ძალით ავივსოთ და საკუთარი თავი კვლავ მივუძღვნათ სამართლიანობისთვის გარდამქმნელ სამუშაოებს, რომელიც ჯერ კიდევ წინაა.

ათწლეულობის მუშაობა - ქუჩებში, საკანონდებლო ორგანოებსა და სასამართლოებში - ითარგმნა მარტივ, ნათელ, ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებად, რომ დიახ, ნამდვილად არაკანონიერია ადამიანის სამსახურიდან გაგდება, ან სხვაგვარად დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ის ლგბტქ არის; გადაწყვეტილებად, რომელიც თავად ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლე ნილ გორსუჩმა დაწერა და რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი და სასამართლოს 4 ლიბერალი მოსამართლე დაეთანხმა.

ტრამპის ადმინისტრაციის მთელი არქიტექტურა, რომელიც ღიად თავს ესხმის ლგბტქ ადამიანებს, მყისიერად ჩამოიშალა - წამი, რომელიც უამრავი ადვოკატის ცხოვრებამ და მუშაობამ მოიტანა სულისშემკვრელ გამარჯვებამდე.

კანონში არაფერი ხდება ადამიანთა წინააღმდეგობისა და ორგანიზების გარეშე ქუჩებში, მათ სახლებსა და ოჯახებში, მათ სკოლებსა და თემებში, საპატიმროებსა და ციხეებში. და სამუშაო ადგილებში.

მაგალითად, ორშაბათის გადაწყვეტილება ერთი დღის შემდეგ მიიღეს იქიდან, რაც 15 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ბრუკლინში Black Trans Lives მსვლელობისთვის, და ორ კვირაზე ნაკლებიც არ გასულა, რაც ასობით ადამიანმა პრაიდის და Black Lives Matter მოძრაობების დასაწყისი ნიუ-იორკის Stonewall Inn-ში შეკრებით აღნიშნა, რათა სამართალი მოეთხოვათ პოლიციის მიერ მოკლული ნინა პოპის, შავკანიანი ტრანსი ქალის, და ტონი მაკდეიდის, შავკანიანი ტრანსი კაცისთვის. იმავე კვირაში რია მილტონი მოკლეს ოჰაიოში და დომინიკი "რემ'მი" ფელსის სხეულის ნაწილები იპოვეს ფილადელფიაში - ორივე შავკანიანი ტრანსი ქალი იყო.

გასულ პარასკევს კი, ტრამპის ადმინისტრაციამ ნაჩქარევად გამოსცა წესი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში Affordable Care Act-ის ქვეშ ტრანსი ადამიანების დისკრიმინაციის ნებას რთავს [წაიკთხეთ ამ თემაზე]. მთელი 336 გვერდიანი კანონი - რომელიც უფრო ისე იკითხება, როგორც ჯ.კ. როულინგის ყბადაღებული ანტი-ტრანს მანიფესტი - მთლიანად სქესის დისკრიმინაციის იმგვარ გააზრებაზე დგას, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ახლა უკვე სრულად უარყო; ორშაბათის გადაწყვეტილებამ საბოლოოდ ეს წესიც უნდა გააუქმოს, როგორც უფლებამოსილების ფარგლებს მიღმა მდგომი.

მოსწონთ ეს თუ არა, ტრამპის ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საბოლოო სიტყვას ფედერალური წესდების მნიშვნელობის ან ფარგლების შესახებ, რომელიც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციას კრძალავს: ეს სიტყვა უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის და მან ის წარმოთქვა.

ამგვარად, ტრამპის ადმინისტრაციის მრავალი მცდელობა ლგბტქ ადამიანთა მიმართ სისტემური თავდასხმებისა - განსაკუთრებით ტრანსი* ახალგაზრდების მიმართ - მთლიანად ნეიტრალიზებულია. სკოლაში ტრანსი ახალგაზრდების მიზანში ამოღებით დაწყებული, უსახლკაროთა თავშესაფრებიდან ტრანსი ადამიანების გაგდებით გაგრძელებული, ჯანდაცვის სერვისებზე უარის თქმის მცდელობით დამთავრებული, თითოეული ეს მცდელობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ანტი-ტრანს პოლიტიკის ქმედებებს წარმოადგენს, ახლა დიდი ალბათობით სამართლებრივად ისევე აღსრულებადია, როგორც როულინგის ანტი-ტრანს მოსაზრებები.

ლგბტქ მომუშავე ადამიანებისთვის ეს დიდი გამარჯვება იმედის მომცემი წუთია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება იმ კონტექსტში, როცა ფართოდ გაშლილი ორგანიზება და წინააღმდეგობა მიმდინარეობს შავკანიანთა მიმართ სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ, ისევე როგორც მასობრივი მობილიზება შავკანიან ტრანს სიცოცხლეთა დასაცავად.

ჩვენს ეს საქმე მოვიგეთ უამრავი შავკანიანი ადამიანის წყალობით, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ რათა ჩვენ შანსი გვქონოდა მოგვეთხოვა სამართალი უმაღლესი სასამართლოს წინაშე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთმანეთისგან, როგორც ამერიკელებისგან.

მაგრამ იმავე დღეს, როცა უზენაესმა სასმართლომ ლგბტქ მუშების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მან უარყო საქმე, რომელსაც უნდა შეეფასებინა სამართლებრივი დოქტრინა კვალიფიცირებულთა იმუნიტეტის შესახებ, რაც პოლიციელებს დაუსჯელად მოქმედების უფლებას აძლებს, ხოლო მომდევნო კვირებში, სასამართლომ შეიძლება ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღოს კანონის შესახებ, რომელიც დოკუმენტების არმქონე მიგრანტ ბავშვებს აშშ-ში ლეგალურად დარჩენის საშუალებას აძლევს (DACA) [სტატიის თარგმნის დროისთვის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და DACA-ს დასრულება შეაჩერა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილო ტვიტებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აშშ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეები გვჭირდება"], ისევე როგორც გადაწყვეტილება აბორტის და კონტრაცეფციის შესახებ. ყველა ამ საქმეს დისპროპორციულად უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფერადკანიან ადამიანებზე; მეტიც, კვალიფიციურებულთა იმუნიტეტის დოქტრინა ახლა ფაქტობრივად შეგვიძლია გავიგოთ, როგორც თეთრკანიანთა უზენაესობის (white supremacy) გამოხატულება, რომელიც ცენტრალურია დაუსჯელობის კულტურისთვის, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს თავი აარიდოს პასუხისგებას შავ და ფერადკანიან ადამიანთა მიმართ ძალადობის დისპროპორციულად გამოყენებისთვის.

ამგვარად, მომავალი, იქნება ტექსტი იმისა, თუ რას დავაშენებთ ყველანი ერთად ამ გამარჯვებაზე. დასაქმების ადგილზე დაცულობა გადამწყვეტია, მაგრამ მხოლოდ დასაწყისი, რადგან ჩვენი მოწოდებაა არა თანასწორობის, არამედ სამართლისთვის. და სამართალი კი ნიშნავს დავდგეთ მათ გვერდით, ვინც არის უსახლკარო, ვისაც არ აქვს დოკუმენტები, ვინც დაპატიმრებულია და ვინც ავადაა. თუ არ მოხდა: სექს სამუშაოს დეკრიმინალიზება, წარსულში მსჯავრდების გამო დისკრიმინაციის დასრულება, პოლიციის დაფინანსების შემცირება (Defunding the police - რომელიც დღეს ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების ერთერთი ცენტრალური მოთხოვნაა), მიგრანტი ბავშვების მიმართ გადავადებული ქმედების (DACA) წესის აღდგენა და დიდი ვადით გახანგრძლივება, ორშაბათის გამარჯვება ფუყე და ცარიელი იქნება.

იმ ფიცის დაპირების მსგავსად, რომელსაც ჩვენი ბავშვები სკოლაში წარმოთქვამენ (ხშირად პირველ შესწორებასთან წინააღმდეგობრივად), მუშაობა გრძელდება, რომ დადგეს "სამართალი ყველასთვის" - და, დიდი ტრანსფორმაციის ამ მომენტში, ახალი სახის მუშაობა იწყება.

წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"