: Ronaldo Schemidt / AFP - Getty Images
ქუჩაში ათწლეულების ბრძოლის შედეგად, არგენტინაში აბორტი ლეგალურია
30 12 2020

ფემინისტური მოძრაობის მონუმენტური გამარჯვების შედეგად, არგენტინამ მხარი დაუჭირა კანონს უსაფრთხო და უფასო აბორტის უფლების შესახებ, ორსულობის პირველი 14 კვირის განმავლობაში. სოციალისტი ფემინისტები ამ ბრძოლის სათავეში თავიდანვე იდგნენ.

ოთხშაბათს, დილის 4 საათზე, არგენტინაში აბორტის ლეგალიზება მოხდა. 20,000-მდე ადამიანმა გუშინ მთელი საღამო გაატარა ბუენოს აირესის ქუჩებში, შეძახილებით და კანონისთვის მხარის დაჭერის მოთხოვნით. მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე, სენატმა, საბოლოოდ, მიიღო გადაწყვეტილება: 38 მომხრე, 29 მოწინააღდეგე, 1-მა თავი შეიკავა.

არგენტინა მეექვსე ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც აბორტის ლეგალიზება მოახდინა შეზღუდვის გარეშე, ორსულობის პირველი 14 კვირის განმავლობაში. მანამდე, პროცედურა, ეროვნულ დონეზე, ლეგალიზებული იყო მხოლოდ კუბაში, ურუგვაიში, გვინეაში და ფრანგულ გვინეაში. მექსიკაში, აბორტი ლეგალურია ქალაქ მექსიკასა და ოაქსაკაში. აბორტი ლეგალურია პუერტო რიკოში, მისი სტატუსიდან გამომდინარე, როგორც ა.შ.შ-ს "ასოცირებული თავისუფალი შტატისა".

ეს გამარჯვება არგენტინული ფემინისტური მოძრაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია. 2018 წელს, არგენტინელები მასობრივად მობილიზდნენ უფლების მოსაპოვებლად, და ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ეროვნული ლიგის კამპანიის კანონპროექტს უფასო და უსარფრთხო აბორტის შესახებ. თუმცა, საბოლოოდ ის უარყოფილ იქნა სენატის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ასობით ათასი ადამიანი ბუენოს აირესის ქუჩებსა და მთელ ქვეყანაში გამოვიდა კანონპროექტის მხარდასაჭერად. ახლა, რამდენიმე ათწლეულის ბრძოლის შედეგად, აღარ მოხდება ისეთი შემთხვევები, როგორიც იყო ბელენის საქმე, ქალისა, რომელიც ციხეში მკვლელობისთვის მოხვდა იმიტომ, რომ მუცელი მოეშალა. აღარ იქნება ასობით უსახელო ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად კვდებოდა არაუსაფრთხო და ფარული აბორტების შედეგად.

კანონი იძლევა უფლებას უფასო და უსაფრთხო აბორტზე ორსულობის 14 კვირამდე, არგენიტინის საზოგადოებრივი და კერძო ჯანდაცვის სისტემაში.

გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვენლოვანია მშრომელი კლასის და ღარიბი მოსახლეობისთვის მთელ არგენტინაში. არგენტინული ფემინისტური მოძრაობა ათწლეულების მანძილზე იბრძოდა რეპროდუქციური უფლებებისთვის. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, არგენტინამ შეძლო მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე მასშტაბური ფემინიფესტური მოძრაობის მობილიზება - რომელიც დაიწყო კამპანიით "არცერთი ქალით ნაკლები" - 2015 წელს, მასობრივი მოძრაობა ფემიციდის წინააღმდეგ, რომელმაც ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოიყვანა. ამ ფემინისტურმა მოძრაობამ შეძლო ასობით ათასი ადამიანის ორგანიზება ქალთა საერთაშორისო გაფიცვისთვის, როგორც გლობალური ფემინსიტური მოძრაობის ნაწილმა, რომელიც მასობრივად მობილიზდა მსოფლიოს გარშემო. 2018 წელს, ამ ფემინისტურმა მოძრაობამ დაიკავა ქუჩები, როცა მაურიციო მაკრის მემარჯვენე მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, დაუშვა აბორტის ლეგალიზების შესახებ პირველი კანონპროექტი სენატამდე მისულიყო.

ეს ფემინისტური მოძრაობა უაღრესად ახალგაზრდულია, მისი ბევრი წევრი თინეიჯერია, რომლებიც უარს ამბობენ მათი მომავალი სხვებმა განსაზღვრონ და რომლებიც მოითხოვენ საკუთარ სხეულებზე კონტროლის უფლებას. როგორც ნაწილმა მოძრაობისა "არცერთი ქალით ნაკლები", ქალთა გაფიცვისა, და 2018 წლის ბრძოლისა აბორტის უფლებისთვის, ფემინისტურმა მოძრაობამ ყველა ქალაქში ასამბლეების ორგანიზება დაიწყო, სადაც ქალებმა შეადგინეს მოთხოვნები მოძრაობისთვის და ხმა მისცეს შესაბამის ზომებს ბრძოლის წინ წასაწევად.

ახლა კი, ამ მოძრაობამ მთავარი გამარჯვება მოიპოვა უკიდურესად კათოლიკურ ქვეყანაში: უფლება აბორტზე.

ისტორიულად, არგენტინის ყველა ადმინისტაცია აბორტის ლეგალიზების წინააღმდეგი იყო, ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტისა და ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეზ დე კირჩნერის ჩათვლით, რომელიც ლათინური ამერიკის ვარდისფერი ტალლღის მთავრობის წარმომადგენელი იყო 2000-იან წლებში. კირჩნერი და მისი მხარდამჭერები არგენტინაში "პერონიზმის" სახელით ცნობილი ძლიერი მოძრაობის წარმოამდგენლები არიან - სახელწოდება ხუან პერონის სახელიდან მოდის, რომლის მმართველობისთვის დამახასიათებელი იყო გარკვეულწილად პროფრესული შრომის კანონდებლობა და პროგრესული პოპულიზმი, ისევე, როგორც პროფკავშირების ძლიერი ბიუროკრატიული კონტროლი და 70-იან წლებში მემარცხენეების დევნა. პერონიზმი რეპროდუქციულ უფლებებს დასაწყისიდანვე უარყოფდა - პერონმა აკრძალა კონტრაცეპტული აბების თავისუფალი გაყიდვა 1974 წელს; კარლოს მენემის ნეოლიბერალურმა მთავრობამ "დაუბადებელ ჩვილთა დღე" დააწესა 1998 წელს, როგორც ნათელი ნიშანი იმისა, რომ მხარს უჭერდა აბორტის მოწინააღმეგეებს. მენემი ახლა Frente de Todos-ის (ფონტი ყველასათვის), მმართველი კოალიციის წარმომადგენელი სენატორია არგენტინაში. მიუხედავად მოჩვენებითი პროგრესულობისა, ნესტორ კირჩნერი და კრისტინა კირჩნერი, რომლებიც ქვეყანას 2003-2015 წლებში მართავდნენ, ვარისფერი ტალღის ზეობის წლებში, სენატში უმრავლესობის წარმოამდგენლობით, ისინი აბორტის კანონდებლობის შესახებ ყოველგვარ დისკუსიას თავს არიდებდნენ. აღსანიშნავია, რომ კრისტინა კირჩნერი პირადად გამოვიდა აბორტის ლეგალიზაციის წინააღმდეგ და საერთოდ არ დაუშვა კანონპროექტის კენჭისყრა.

ბოლო ხანებში, მაურიციო მაკრის მემარჯვენე მთავრობამ დაუშვა, რომ აბორტის უფლების შესახებ კანონპროექტი განხილულიყო კონგრესში, მასობრივი მოძრაობის გაჩაღების ფონზე, რომელმაც კონგრესის ქვედა პალატა აიძულა კანონპროექტი მიეღო. მოძრაობამ აიძულა მრავალი პოლიტიკოსიც, რომლებიც ტრადიციულად ეწინააღმდეგებოდნენ ლეგალიზაციას; თვით კრისტინა კირჩნერიც, რომელიც იმ დროისთვის სენატორი იყო, იძულებული გახდა კანონდებლობის სასარგებლოდ მიეცა ხმა. მხოლოდ მშრომელთა მემარცხენე ფრონტმა (FIT-U) მისცა ხმა აბორტის ლეგალიზებას, როგორც ერთიანმა ბლოკმა. მიუხედავად ასობით ათასი ადამიანისა, რომლებიც კონგრესის წინ და ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ პროტესტით, სენატის წევრებმა მაშინ მხოლოდ რამდენიმე ხმის უპირატესობით მოახერხეს აბორტის უფლების დაბლოკვა.

მაგრამ ქუჩის მოძრაობა არსად გამქრალა. სინამდვილეში, ეს იყო "marea verde" ("მწვანე ტალღა", როგორც აბორტის მხარდამჭერ მოძრაობას უწოდებენ, მწვანე ბენდენების გამო, რომელსაც მხარდამჭერები ატარებენ), რომელმაც აიძულა პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი ალბერტო ფერნანდესი, პირობა დაედო, რომ ახალ კანონპროექტს კონგრესში გაგზავნიდა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ალბერტო ფერნანდესის "პროგრესული" მთავრობის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ეს გამარჯვება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება რეალობას. სწორედ ფემინისტურმა მოძრაობამ აიძულა ამჟამინდელი პაპის სამშობლო ქვეყანაში აბორტი ლეგალური და უფასო ყოფილიყო. ამის შესახებ ნიკოლას დელ კაიომ, მემარცხენე ფრონტის წარმომადგენელმა, შენიშნა:

ჩვენ ვიცით, რომ ხმას მხოლოდ წარმომადგენლები აძლევენ, მაგრამ ეს უფლება მოპოვებული იქნება ქუჩებში, ფემინისტური მოძრაობის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული ბრძოლის წყალობით. სენატში ჩვენი ადგილებიდან ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ მოძრაობის გაძლიერებას, რათა კვლავ გამოხატოს საკუთარი თავი და აბორტი გახადოს ლეგალური.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად კენჭისყრაზე გავიდა, სრულყოფილი არ არის. წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ის, რომელიც ფემინისტურმა მოძრაობამ დაწერა და ადვოკატირებდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. პირიქით, ეს წარმოდგენილია ფერნანდესის მთავრობის მიერ. ეს კანონი მოიცავს გამონაკლისებს, არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანდაცვის პროვაიდერებისათვის, რომელთაც არ სურთ აბორტის გაკეთება, არამედ მთელი საავადმყოფოების ან თუნდაც მთელი ქალაქების ან შტატებისათვის, რომელთაც სურთ აბორტის შეთავაზების უფლება "აირჩევითი" იყოს.

ამან შეიძლება ღარიბ რეგიონებში, სადაც ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არასაკმარისია, გამოწვევები შეუქმნას მათ, ვისაც აბორტი სჭირდება. კანონპროექტში ეს პირობა ჩადო ალბერტო ფერნანდესის მთავრობამ, მემარჯვენე ოპოზიციასთან (და საკუთარ პერონისტულ კოალიციაში მემარჯვენე "ფრენტე დე ტოდოსთან") მოსარიგებლად და კათოლიკური ეკლესიის მასობრივი რეაქციის თავიდან ასაცილებლად. ამ პირობებშიც კი, იგივე მემარჯვენე სექტორი მობილიზებული იყო და ლობირებდა კანონპროექტის წინააღმდეგ, ყველაზე ქალთმოძულე არგუმენტებით.

თუმცა კი, აბორტის ლეგალიზაცია, უდავოდ, არგენტინის ფემინისტური მოძრაობის მიერ სერიოზულად მოგებული ბრძოლის შედეგია, ასევე აშკარაა, რომ კანონპროექტით მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს სანდოობა, როგორც პროგრესულმა, მაშინ როცა, ამავდროულად, ის თავს ესხმის მშრომელ ხალხს და განსაკუთრებით მშრომელ ქალებს.

ეს არის კაპიტალისტური პარტიების რეფორმის ხასიათი - ისინი ერთი ხელით იძლევიან და მეორეთი ართმევენ. ბოლოს და ბოლოს, ფერნანდესის პარტიის ბრძანებით, რამდენიმე კვირის წინ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ასხურა ათასობით ოჯახს გერნიკას ოკუპირებულ მიწებზე, საიდანაც ისინი სასტიკი ფორმებით გამოასახლეს და უსახლკაროდ დატოვეს. უფრო მეტიც, იმავდროულად, როდესაც სენატმა მხარი დაუჭირა აბორტის კანონპროექტს, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა პენსიის ბრუტალურ შემცირებას და სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ მკაცრი დაზოგვის (Austerity) პოლიტიკას. ნიკოლას დელ კანომ, კონგრესის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, ამ თანადროულობის შესახებ აღნიშნა:

"შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დებატები [საპენსიო რეფორმის შესახებ] იმავე დღეს, როდესაც სენატი განიხილავს, უნდა მისცეს თუ არა საბოლოოდ წინსვლა უსაფრთხო და თავისუფალი აბორტის უფლებას - კანონს, რომლისთვისაც ფემინისტური მოძრაობა იბრძვის ამდენი წლის განმავლობაში. მთავრობა, ამავე დროს, მკაცრი ზომების განხორციელებას ცდილობს, ზომებისა, რომლებიც უარყოფითად აისახება ქალებზე - ყველაზე ღარიბ ქალებზე - და ისინი იმედოვნებენ, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩება."

როგორც სოციალისტმა ფემინისტმა ანდრეა დ'ატრიმ აღნიშნა, მშრომელთა კლასის ფემინიზმს გადამწყვეტი როლი ჰქონდა და ექნება მომავალში. უამრავ გაფიცვაში, ასევე მკაცრი დაზოგვის პოლიტიკასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში, ეკოლოგიურ ბრძოლაში და ბრძოლაში პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ, ქალები ფრონტის ხაზზე იდგნენ. ეს არის პერსპექტივა, რომელიც Pan y Rosas-მა (პური და ვარდები), არგენტინის უდიდესმა სოციალისტურ-ფემინისტურმა ორგანიზაციამ, შექმნა 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

"ჩვენ ვიბრძვით კაპიტალიზმის წინააღმდეგ და იმგვარი საზოგადოებისთვის, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ექსპლუატაციისა და ჩაგვრისგან, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ჩავერთოთ ყველა ბრძოლაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვტაცოთ გარკვეული უფლებები კაპიტალისტურ სახელმწიფოს. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკეთეს პირობებსა და შედარებით თანასწორობაში ვიცხოვროთ, როცა ამავდროულად ჯერ კიდევ ვიბრძვით საზოგადოებისთვის, სადაც რეალურ თანასწორობას მივაღწევთ."

ეს არ არის ბოლო ნაბიჯი ფემინისტური მოძრაობებისთვის და მემარცხენეებისთვის. არგენტინის ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც პანდემია ამძაფრებს, მშრომელთა კლასის, განსაკუთრებით ქალების, მასობრივ სიღარიბეს და მთავრობის მხრიდან მკაცრი დაზოგვის პოლიტიკის ამოქმედებას გამოიწვევს. ამ კანონპროექტის მიღება, აბორტის ყველაზე საბაზისო უფლებაზე, ფერნანდესის მთავრობასთან არ უნდა შეარიგოს აქტივისტები. თუ რამე შეიძლება აქედან დავასკვნათ, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ კაპიტალისტ პოლიტიკოსებს - ერთი ხელით აბორტზე წვდომას რომ გვაძლევენ და მეორე ხელით - მკაცრი დაზოგვის პოლიტიკას - რომ ისინი საერთოდ რამეს მოგვცემენ. დასკვნა არის ის, რომ ბრძოლა მემარცხენეებისა და ფემინისტური მოძრაობისთვის შორს არის დასრულებისგან - ეს მოძრაობები უნდა მობილიზდნენ მომავალი ბრძოლებისთვის.

სტატია თარგმნილია ინგლისურიდან და თავდაპირველად გამოქვეყნდა საიტზე left Voice.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის