ინტერსექსუალობის ცნობიერების საერთაშორისო დღე
27 10 2010

ILGA-Europe მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 26 ოქტომბერი საერთაშორისო ინტერსექსუალობის ცნობიერების დღედ გამოცხადდება. პირველი საჯარო დემონსტრაცია, რომელიც ინტერსექსუალმა აქტივისტებმა მოაწყეს, ბოსტონში (ა.შ.შ.)1996 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა.

ILGA-Europe -ს სჯერა, რომ ეს დღე დიდი შანსია ინტერსექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევისთვის, გაგების გაზრდისა და ინტერსექსუალი ადამიანების სხეულისადმი დომინანტ პათოლოგიურ სამედიცინო მიდგომასთან ბრძოლისათვის. ევროპაში, ასობით ინტერსექსუალი ჩვილი და ასევე ბავშვები, რომლებიც მოგვიანებით არიან იდენტიფიცირებულნი ინტერსექსუალებად, ექვემდებარებიან არაადამიანურ ” გენდერის საკორექციო ქირურგიულ ოპერაციებს”, რომლებიც მათი ბინარულ მამრობით და მდედრობით სქესთა სისტემაში მოთავსებას ემსახურება. ამგვარ ქირურგიულ ჩარევას ხშირად გამანადგურებელი გავლენა აქვს ინტერსექსუალ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურად, სექსუალურად და ფიზიკურად იტანჯებიან ამგვარი მკურნალობის გამო.

წყარო: www.ilga-europe.org



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება