: ხუთი ფილმი თავისუფლებისთვის 2022
ხუთი ფილმი თავისუფლებისთვის - ლგბტიქ+ ციფრული ფესტივალი 2022 (16-27 მარტი)
16 03 2022

მსოფლიოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლგბტიქ+ ციფრული ფესტივალი 2022 წლის პროგრამით ბრუნდება.

ბრიტანეთის საბჭო ლონდონის ლგბტიქ+ ფილმების ფესტივალთან - BFI Flare-თან - თანამშრომლობის ფარგლებში, ხუთ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს, რომელთა ონლაინ ნახვა 11 დღის განმავლობაში, 16-დან 27 მარტამდეა შესაძლებელი.

წელს წარმოდგენილია ფილმები ინდოეთიდან, ჩინეთიდან, პანამადან, ხორვატიიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და მისი პროგრამით წარმოდგენილი ფილმები 17 მილიონმა ადამიანმა ნახა, 200-ზე მეტ ქვეყანასა და სამთავროში, მათ შორის მსოფლიოს ბევრ ადგილას, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით ისჯება.

გაყინული | დირექტორი ჰაო ჯოუ

ფილმში, რომელიც მთავარი გმირის დას ჩინეთის სოფელში წერილივით გადაეცა, რეჟისორი მედიტირებს იდენტობაზე, თვითგადასახლებაში, სახლსა და ოჯახთან კავშირზე.

ყველა ეს შეგრძნება ჩემს მუცელში | რეჟისორი მარკო ჯესკა

ხორვატი რეჟისორის მარკო ჯესკას ანიმაციური დოკუმენტური ფილმი წარმოგიდგენთ ტრანს გოგონას, მათიას და მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს მისი ტრანზიციის გამოცდილების შესახებ და ჰეტეროსექსუალ კაცთან ნამდვილი სიყვარულის პოვნის სირთულეზე.

კვირა | რეჟისორი არუნ ფულარა

ინდოელი რეჟისორის არუნ ფულარას "კვირა" შუახნის კამბლეს ყოველკვირეულ ვიზიტს აღწერს სამეზობლოში მდებარე საპარიკმახეროში - მაგრამ ის უბრალოდ გაპარსვას არ აპირებს. ის მოუთმენლად ელის ახალი დალაქის შეხებას, რომელზეც შეყვარებულია. ეს მთავარი სინათლეა მის სხვაგვარად მოსაწყენ არსებობაში დაქორწინებული კაცისა, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწევა საზოგადოებაში, რომელიც ჰომოსექსუალობას ეწინააღმდეგება.

იუბილარი ბიჭი | რეჟისორი ჯუდიტ კორო

პანამელი რეჟისორის ჯუდიტ კოროს ფილმში იუბილარი ბიჭი (Vuelta al Sol) სეზარის დაბადების დღეა და მშობლები მისგან ელიან ისეთი სამოსის ჩაცმას, რომელიც სეზარისთვის არაკომფორტულია. ახლა მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: გააგრძელოს ოჯახის მოლოდინების დაკმაყოფილება, თუ იყოს ერთგული მისი, როგორც ტრანსგენდერი კაცის, ვინაობის მიმართ.

სიყვარულისთვის | რეჟისორი ჯოი ღარარო-აკპოჯოტორი

ბრიტანელ-ნიგერიელი რეჟისორის ჯოი ღარორო-აკპოჯოტორის ფილმში "სიყვარულისთვის" არალეგალური ემიგრანტი, ნკეჩი, ბედნიერად ცხოვრობს თავისი პარტნიორის მართას ჩრდილში. მაგრამ, როდესაც იმიგრაციის ოფიცრები მოულოდნელად ჩნდებიან, წყვილს ერთობლივ მომავალთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს.

უყურეთ და გაავრცელეთ სოციალურ მედიაშ ჰეშთეგით: #FiveFilmsForFreedom



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"