Five Films For Freedom არის ფილმების ციფრული ფესტივალი რომელიც ხორციელდება "London LGBTQIA+" ფილმების ფესტივალთან თანამშრომლობით
წელს ათი წელი შესრულდა რაც ეს ფესტივალი ფართო აუდიტორიას თავაზობს ხუთ ფილმს თავისუფლებისთვის და უზიარებს ლგბტქ+ თემებზე შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ფილიპინებიდან და ინდოეთიდან. ფილმების ონლაინ ყურება სრულიად უფასოდ შესაძლებელია 12 დღის განმავლობაში, კერძოდ 13-დან 24 მარტის ჩათვლით,
ფილმებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უყურებენ მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორული არხების საშუალებით. ჩვენ ვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იქ, სადაც მათი უფლებები და თავისუფლება იზღუდება. ფილმების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს britishcouncil.org/five-films



