კენჭისყრა ვაშინგტონში
02 09 2009

ორშაბათს, 31 აგვისტოს ვაშინგტონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთსქესიანი წყვილების ვაშინგტონის პარტნიორობის შესახებ კანონის გაფართოების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმი ნოემბრის კენჭისყრისას გაიმართება. ამის შესახებ www.denverpost.com იტყობინება.

საკანონმდებლო დოკუმენტი “ყველაფერი, მხოლოდ ქორწინება” (“Everything but Marriage”) გეი და ლესბოსელი წყვილების პარტნიორობით უფლებებს აფართოებს და მათ ამჟამად მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის განსაზღვრული ყველა დანარჩენი სახელმწიფო შეღავათებით უზრუნველყოფს.

როგორც www.deseretnews.com განმარტავს, ახალი კანონი 26 ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა რეფერენდუმის კამპანიამ იგი შეაჩერა და ახლა მისი ბედი ამომრჩევლების 3 ნოემბრის კენჭისყრაზეა დამოკიდებული.

კანონპროექტი 2007 წელს მიღებული პარტნიორობის შესახებ კანონის გაფართოებას ითვალისწინებს, რომლითაც ერთსქესიან პარტნიორებს საავადმყოფოებში ერთმანეთის კანონიერი მონახულების, გვამის გაკვეთაზე უნარიანი ნებართვის მიცემის, ორგანოთა დონაციისა და ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის უფლებები მიენიჭათ.

კანონმდებლებმა აღნიშნული დოკუმენტი 2008 წელს კვლავ განავრცეს და ოფიციალურ პარტნიორობით ურთიერთობაში მყოფი ერთსქესიანი წყვილები ანდერძის დამტკიცების (პრობაციული), მეურვეობისა და საერთო ქონების უფლებებით უზრუნველყვეს.

რეფერენდუმზე წარდგენილი კანონით გათვალისწინებული ახალი შეღავათები ერთსქესიან წყვილებს შვილად აყვანის, ბავშვის ფინანსური უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი დასაქმების სფეროში ჰეტეროსექსუალური წყვილებისათვის მიკუთვნებულ შეღავათებს გადასცემს. თუმცაღა, იმ შეღავათებით, მაგალითად, პენსიებით უზრუნველყოფა, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაიღოს, სახაზინო ბიუჯეტის შეკვეცასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 2014 წლამდეა გადავადებული.

თუკი რეფერენდუმი მხარს არ დაუჭერს კანონის გაფართოებას, მართალია 2007-2008 წლებში მიღებული კანონმდებლობა ძალაში დარჩება, მაგრამ კენჭისყრის უარყოფითი შედეგები “ყველაფერი, მხოლოდ ქორწინებაში” ერთსქესიანი პარტნიორებისათვის განსაზღვრულ დამატებით უფლებებს ადრინდელ მდგომარეობამდე ჩამოაქვეითებს.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება