გეი პროტესტი რომის პაპის ესპანეთში ვიზიტის დროს
07 11 2010

კვირას პაპი ბენედიქტ XVI ბარსელონაში ჩავიდა, რათა „Sagrada Familia“-ს ეკლესია ეკურთხებინა, როცა 200 გეი წყვილი ქუჩაში გამოვიდა და კოცნა დაიწყო კათოლიკური ეკლესიის მიერ ერთსქესიანი ქორწინების უარყოფის გამო პროტესტის გამოსახატად. სხვები ყვიროდნენ ”გაეთრიე” და ”პედოფილი”.

ბენედიქტ XVI ანტონიო გაუდის ეკლესიაში კურთხევის ცერემონიაზე შეკრებილ 6,500 ადამიანს უთხრა, რომ მხოლოდ სიყვარული და რწმენა არის ჭეშმარიტი თავისუფლების საწინდარი.

ესპანეთში დაახლოებით 20,000 ადამიანი შევიდა ერთსქესიან ქორწინებაში გასული 5 წლის მანძილზე, ქვეყანაში ამოქმედებული უნივერსალური ქორსინების კანონის შედეგად. გარდა ამისა ესპანეთში უფრო იოლია აბორტის გაკეთება და განქორწინებასთან დაკავშირებული პროცედურები უფრო სწრაფია.

წყარო: http://www.english.rfi.fr/europe/20101107-pope-faces-gay-protest-during-spain-visit



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია