ლგბტ აქტივისტები გაეროს გადაწყვეტილებას გმობენ
22 11 2010

ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა დაგმეს გაეროს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც სექსუალური ორიენტაცია ამოღებულ იქნა სიიდან, რომელიც განსაზღვრავდა თავისებურებებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანები მოწყველადები არიან შეუწყნარებლობით მოტივირებული მკვლელობების მიმართ.

სია იმ რეზოლუციის ნაწილია, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს გამოიძიონ დისკრიმინაციით და შეუწყნარებლობით მოტივირებული ”სასამართლოსგარეშე და შემთხვევითი მკვლელობები“. რეზოლუციაში ხაზგასმულია სიცოცხლის უცლება ყველა ადამიანისთვის.

გამოჩენილი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი ამბობს: ”ეს სამარცხვინო დღეა გაეროს ისტორიაში. ის აძლევს დე ფაქტო მწვანე შუქს ლგბტ ადამიანების მიმდინარე მკვლელობებს, რომლებსაც ჰომოფობიური რეჟიმები და სიკვდილის რაზმები სჩადიან.”

ზემოხსენებული სია წარმოაჩენს ისეთ მოწყველად ჯგუფებს, როგორიცაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე, ადგილობრივი თემები, ადამიანის უფლებათა დამცველები.

სექსუალური ორიენტაცია რეზოლუციაში 1999 წელს იქნა შეტანილი, ჰომოფობიური მკვლელობების მზარდი რიცხვის გამო.

შესწორება, რომლითაც სექსუალური ორიენტაცია ამოღებულ იქნა რეზოლუციიდან, დააფინანსა ბენინმა, რომელიც აფრიკულ ჯგუფს წარმოადგენდა გენერალური ასამბლეის სხდომაზე. შესწორება 79 ხმით 70-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. 17-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ჩასწორების მხარდამჭერ ქვეყნებს შორის კუბა და სამხრეთ აფრიკაა.

წყარო: http://www.ekklesia.co.uk/node/13611



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება