დაახლოებით ათი უცნობი პირი შემოიჭრა „Visual Culture Center“-ში, მაშინ, როცა იქ კინოფილმ “Boys Don’t Cry”-ის ჩვენება მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, მათ განზრახული ჰქონდათ შეეღწიათ დარბაზში, სადაც ოცდაათაზე მეტი მაყურებელი იმყოფებოდა, და ცრემლსადენი გაზი გაეშვათ. ორგანიზატორებისა და აქტივისტების სწრაფმა მოქმედებამ ისინი დარბაზის შესასვლელში შეაჩერა და შიგნით შეღწევაში ხელი შეუშალა. ტრანსგენდერების მიმართულების პროგრამის ერთ-ერთ კოორდინატორს, ტიმურ ლისენკოს, რომელმაც მათ პირველმა გაუწია წინააღმდეგობა ბოროტმოქმედებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის და მისი კოლეგა ანასტასია მედკო არასამთავრობო ორგანიზაცია “Fulcrum”-დან, რომელიც ასევე უწევდა წინააღმდეგობას ბოროტმოქმედებს, მძიმედ იქნენ მოწამლულნი ცრემლსადენი გაზით. უცხო პირები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ტიმურს შიდა დაჟეჟილობებისა და სახის ქიმიური დამწვრობის დიაგნოზი დაუსვეს.
ადგილზე მოსულმა პოლიციამ ინციდენტი ”ხულიგნობად” შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა მოქმედების ტაქტიკა ცხადყოფს ინციდენტის წინასწარგანზრახვას. ბოროტმოქმედები ნიღბებს ატარებდნენ, იყვნენ შეიარაღებულები, მათი მოქმედება წიანსწარ იყო დაგეგმილი და ისინი ორგანიზებულად მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან. ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღე წინასწარ იყო გაშუქებული, რამაც, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო თავდასხმის დაგეგვმასა და მომზადებას. ცხადია, რომ დანაშაული ტრანსფობიითა და ჰომოფობიით იყო მოტივირებული.
მსგავსი ინციდენტები უნდა განიხილებოდეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 პუნქტის, 161-ე მუხლის ფარგლებში, რომელშიც შედის: ”სიძულვილის გაღვივების, ისევე როგორც, რასის, კანის ფერის, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა რწმენის, გენდერის, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, საკუთრების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ენისა და სხვა რაიმე თავისებურების მიხედვით უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული წინასწარგანზრახული ქმედებები.”
მოცემულ მომენტში რამდენიმე საჩივარი არის შეტანილი პოლიციაში აქციის მონაწილეების მხრიდან. ორგანიზატორები დაჟინებით სთხოვენ სამართალდამცავებს თავდასხმა ცნონ წინასწარგანზრახულ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად.
ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ხდებიან სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მსხვერპლნი. ორგანიზაცია „TGEU“-ს მიერ ჩატარებულ ტრანსფობიის კვლევის მიხედვით, 2008 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 420 ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა აღირიცხა. უკრაინაში მონიტორინგის სისტემის უქონლობის გამო და აგრეთვე იმ მიზეზით, რომ კანონის აღმასრულებელ სააგენტოებს არ სურთ ასეთი დანაშაულები სიძულვილის დანაშაულებად ცნონ, ქსენოფობიითა და სიძულვილით მოტივირებული ძალადობა უხილავი რჩება.
უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ულტრა მემარჯვენე ფრთის მხრიდან მშვიდობიან ლგბტ შეკრებებზე თავდასხმა და მათ მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად გაიზარდა. 2010 წლის მაისში ორი მამაკაცი შეეცადა ე.წ. კვამლის ნაღმი შემოეტანა კინოთეატრში, სადაც „LGBT Festival Queer“ კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. 2009 წლის სექტემბერში, ლვოვსა და კიევში ქვიერ ანთოლოგიის სოდომის 120 გვერდის პრეზენტაციის დროს, ორივე ჩაიშალა ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მიერ. ინციდენტს მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობა მოყვა. 2009 წლის 30 სექტებმერს, კიევის არტ ცენტრს “I Gallery” ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს იქ ჩატარებული დისკუსიის შემდეგ ქვიერ ანთოლოგიის პრეზენტაციაზე მომხდარ თავდასხმასთან და ფილმ „Bruno“-ს ჩვენების აკრძალვასთან დაკავშირებით. გალერეის კედლებზე ჰომოფობიური წარწერები დატოვეს.
საკონტაკტო პირები:
ტაისია გერასიმოვა
არასამთავრობო ორგანიზაცია “Insight”-ის საბჭოს წევრი
t.gerasimova@insight-ukraine.org.ua
+380661050455
ტიმურ ლისენკო
არასამთავრობო ორგანიზაცია “Insight”-ის ტრანსგენდერ პროგრამის კოორდინატორი
timyr.insight@gmail.com
+380504107559
წყარო: www.insight-ukraine.org.ua