“RFI” ლგბტ უფლებების შესახებ
01 12 2010

ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტომ ევროპარლამენტის წევრებს წარუდგინა ანგარიში ჰომოფობიის, ტრანსფობიის და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ. ანგარიშმა გამოავლინა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში კანომდებლობა პრაქტიკაში უფრო მეტად იცავს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ლგბტ ადამიანები კვლავაც იზღუდებიან და მათ ყურადღება არ ექცევათ. ეს მონაცემები არათანაბარ სურათს ქმნის ლგბტ უფლებათა დაცვის კუთხით ევროპაში.

ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო სამ ძირითად პრობლემას გამოყოფს, რომელსაც ლგბტ ადამიანები ევროპაში აწყდებიან: ისინი იძულებულნი არიან ჩუმად და უხილავად იცხოვრონ, ხდებიან აგრესიისა და ძალადობის მსხვერპლნი, მათ უსამართლოდ ექცევიან სამსახურში და ისინი არათანაბარ მოპყრობას აწყდებიან სახლის მეპატრონეების მხრიდან, როცა ევრიპაში მოგზაურობისას საცხოვრებელი ადგილის ქირაობა სურთ.

ანგარიში ასევე ცხადყოფს იმ სირთულეებს, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან ლეგალური სქესის ცვლილების შედეგად. ეს პროცესი ხშირად ითვალისწინებს სავალდებულო სტერილიზაციასა და განქორწინებას. ამასთან ერთად ” real life test”-ის მოთხოვნა ხშირად იწვევს ტრანსგენდერი ადამიანების უმუშევრობასა და სოციალურ მარგინალიზაციას. ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გააუქმოს ”სავალდებულო განქორწინება და გენიტალური ქირურგიული ჩარევა, როგორც წინაპირობა პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესისა და სახელის შეცვლისათვის.

„ILGA-Europe“ მოუწოდებს გადადგმულ იქნას ნაბიჯი ახალი დირექტივის მიღებისკენ, რომელიც აკრძალავს დისკრიმინაციას ასაკის, განსხვავებული უნარების, რელიგიური რწმენისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.

ლგბტ ადამიანები ჩართულები უნდა იყვნენ სტოქჰოლმის პროგრამის განხორციელებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სამოქალაქო სტატუსის აღიარება ევროკავშირის მასშტაბით და ისინი დაცულნი იყვნენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე და იყვნენ გათვალისწინებულნი თავშესაფარის მოთხოვნის შემთხვევაში.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა გათვალისწინებულ უნდა იქნას თითოეულ მიმდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასა თუ პროექტში.

წყარო: www.ilga-europe.org

www.fra.europa.eu



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან