თვითმკვლელობა პოლიციელთან საუბრის შემდეგ (მოლდავეთი)
10 12 2010

10 დეკემბერს, მსოფლიო საზოგადოება აღნიშნავს ადამიანის უფლებათა მსოფლიო დღეს, რომელიც დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მოლდავეთიც უკვე 18 წელია აღნიშნავს ამ დღეს. თუმცა, წარმატებების შესახებ ანგარიშების ნაცვლად, ამ დღეს, სულ უფრო მეტად ვსაუბრობთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე და სულ უფრო ხშირად იმ ადამიანების მიერ დარღვეულ უფლებებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან. ბოლო შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

6 დეკემბერს, 27 წლამდე ახალგაზრდა ბიჭმა პოლიციელებთან საუბრის შემდეგ ტავი მოიკლა. გამოძიებას ჯერ არ გამოუკვლევია თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზი და პოლიციელების განცხადებებიდან გამომდინარე, საეჭვოა, რომ გამოძიება რაიმეს დადგენას შეეცდება. თუმცა, ჩვენ, საინფორმაციო ცენტრ „გენდერ დოკის“ (GenderDoc-M) თანამშრომლებს გვსურს აღვნიშნოთ, რომ ტრაგიკულ ინციდენტს წინ უძღვოდა სამართალდამცავი ორგანოების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ.

გასულ საღამოს, ორმა პოლიციელმა, რომელთაგანაც ერთს ავტომატი ეჭირა და ტავი არ წარმუდგენია, და მეორემ თავისი პირადობის მოწმობა წარმოადგინა, სადაც ეწერა მისი სახელი და გვარი (სერჟიუ გაინა), ორი ახალგაზრდა ბიჭი ტუალეტიდან გამოიყვანეს, მათთან დიდხანს საუბრობდნენ გაუგებარ საკითხზე და შემდგომ, ოთხივე საპატრულო მანქანისკენ გაემართა. გზაზე მათ შეუერთდა საინფორმაციო ცენტრ „გენდერ დოკის“ თანამშრომელი, რომელიც აუთრიჩს ატარებდა ე.წ. „პლეშკაზე“ (გეების საზოგადოებრივი ტავშეყრის ადგილი). მისი მონათხრობიდან გამომდინარე, შეიარაღებული პოლიციელი თავხედურად იქცეოდა, ჰომოსექსუალების და მათი პირადი ცხოვრების მისამართით დამამცირებელ გამონათქვამებს ამბობდა.

გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა, საქმეში რომ არ ჩარეულიყო საინფორმაციო ცენტრ „გენდერ დოკის“ პრეზიდენტი – ალექსეი მარჩკოვი. ერთ–ერთ პოლიციელტან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დაკავებულები გაათავისუფლეს, მაგრამ პოლიციელებს არ დავიწყებიათ მათი პირადი მონაცემების და სამუშაო ადგილის ჩაწერა.

საიდუმლო არ არის, რომ გეები მოლდავეთში ხშირად ხდებიან პოლიციელების მიერ დამცირების და შანტაჟის ობიექტები. სამართალდამცავებმა იციან გეი მამაკაცების თავშეყრის ადგილები, სარგებლობენ რა სამსახურეობრივი მდგომარეობით, მათზე ზეწოლასაც ახდენენ, აშანტაჟებენ, სძალავენ ფულს, შეურაცხმყოფენ, აშინებენ და უკანონოდ მოქმედებენ. ჩვენ არაერთხელ მიგვიმარტავს შინაგან საქმეტა სამინისტროსთვის და პოლიციის გენერალურ კომისარიატში, თუმცა ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მით უფრო, როდესაც სამართალდამცავები იგენებ, რომ მათ მიმართეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა, მათი დამოკიდებულება თავიანთ ვალდებულებებთან რადიკალურად იცვლება. ამასთანავე, როგორც ჩანს ქვეყნის პირველი პირები არ იმჩნევენ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მიუღებელ.

გახსენებთ, რომ მოლდავეთის სისხლის სამართლის კოდექსიდან სექსუალური უმცირესობების კრიმინალიზაციის შესახებ მუხლი ჯერ კიდევ 1995 წელს ამოიღეს. დღესდრეობით, უკვე საუბარია ანტი–დისკრიმინაციული კანონის მიღებაზე. ამგვარად, მოლდავეთი ცდილობს ევროპულ ღირებულებებს მიესადაგოს, თუმცა სინამდვილეში ქვეყნის ოფიციალური პირების ქმედება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

წყარო: www.lgbt.md



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან