ირანი: დისკრიმინაცია და ძალადობა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ
15 12 2010

ოთხშაბათს, „Human Rights Watch“–მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დოკუმენტირებულია ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობა განხორციელებული სახელმწიფოს და კერძო პირების მიერ ირანში.

HRW–ის 102 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით – „ჩვენ ვართ დამარხული თაობა: დისკრიმინაცია და ძალადობა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ ირანში“, ასზე მეტი ირანელის ჩვენების საფუძველზე, დოკუმენტირებულია დისკრიმინაციის და ძალადობის ფაქტები ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ და სხვების, ვისი სექსუალური პრაქტიკა და გენდერული გამოხატულება არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სოციალურ–რელიგიურ ნორმებს. HRW–მა ამგვარი მოპყრობა განიხილა სახელმწიფოს მიერ მისი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის კონტექსტში, სადაც შევიდა დაუსაბუთებელი დაპატიმრებები და დაკავება, პირად ცხოვრებაში ჩარევა, დაკავებულების წამება და არაადამიანური მოპყრობა და შესაბამისი პროცესის და სამართლიანი სასამართლოს არ ქონა.

იხ. ანგარიში ინგისურ ენაზე.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის