შეწყდეს გამათრახება, ჩატარდეს საჯარო წესრიგის კანონების რეფორმა
15 12 2010
http://www.youtube.com/watch?v=stlekXqem9o

(ნაირობი) 2010 წლის 15 დეკემბერი - 60-ზე მეტი სუდანელი ქალთა უფლებების აქტივისტის დაკავება 14 დეკემბერს, პოლიციის მიერ ქალთა გამათრახებით წინააღმდეგ სამშვიდობო დემონსტრაციის გამო, გვაჩვენებს თუ რაოდენ ჭირდება სუდანის საჯარო წესრიგის კანონებს რეფორმა. სისტემა უკანონო შეზღუდვებს აწესებს ადამიანის საქციელსა და საჯარო გამოხატვას და არაპროპორციულად განიხილავს ქალებს, განაცხადა Human Rights Watch -მა.

ნოემბერში გამათრახების შემთხვევამ საჯარო ტერიტორიაზე ომდურმანში, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან ეს ფაქტი ასახულ იქნა ვიდეო ფირზე და გავრცელდა ინტერნეტსა და მედიაში.

"სუდანის მთავრობამ უნდა მისდიოს სუდანის უფლებათა საკანონმდებლო აქტს და არ ესხმოდეს თავს მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის დროს, მაშინ, როცა ისინი სამართლიანად ეწინააღმდეგებიან ამგვარ არაადამიანურ მოპყრობას", განაცხადა რონა პელიგალმა Human Rights Watch -ის აფრიკული განყოფილების ხელმძღვანელმა.

ასობით მამაკცი და ქალი შეიკრიბა იუსტიციის სამინისტროს წინ 14 დეკემბერს, რათა წარედგინა პეტიცია, რომელიც გმობდა გამათრახებას და მოეწოდებინა საჯარო წესრიგის კანონებისა და მექანიზმების რეფორმისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ სუდანის კონსტიტუცია ითვალისწინებს თავშეყრის თავისუფლებას, პოლიციამ და დაცვის ოფიცრებმა ძალადობით დაშალეს ჯგუფი, დააკავეს 44-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქალი და თავს დაესხნენ BBC-ის ჟურნალისტს. დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს, მაგრამ ბევრი მათგანი სასამართლო გარჩევის წინაშე დგას საჯარო არეულობისა და სიმშვიდის დარღვევის ბრალდებით.

სუდანის საჯარო წესრიგის სისტემის ფარგლებში, ქალებს თავისუფლების აღკვეთითა და 40-მდე მათრახის დარტყმით უსწორდებიან. ეს ხდება 1991 წელს მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში, რაც კატეგორიულად კრძალავს "უღირს და ამორალურ ქმედებებს". საჯარო წესრიგის პოლიციამ ეს კანონი თავისებურად თარგმნა და უკრძალავს გოგონებსა და ქალებს შარვლისა და მუხლს ზემოთ ქვედაბოლოს ტარებას.

სუდანის საჯარო წესრიგის სისტემამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2009 წლის ივლისში, როცა ლუბნა ჰუსეინი, გაეროში მომუშავე სუდანელი ჟურნალისტი დააპატიმრეს 12 სხვა ქალთან ერთად, შარვლის ტარებისთვის. მან ეს ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა და წამოიწყო კამპანია 152-ე მუხლის წინააღმდეგ.

სუდანის კანონებში შემავალი აკრძალვების უმეტესობა ქალებსა და მამაკაცებს შორის ურთიერთობას, ცეკვას, ტანსაცმლის არჩევას, თამბაქოს მოხმარებასა და სხვა პირად ქცევას ეხება, რომელსაც მთავრობა მიუღებლად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა ხელთ არ გვაქვს, სისტემა უსამართლოდ იღებს მიზანში ქალებსა და გოგონებს. 2008 წელს, საჯარო წესრიგის პოლიციამ წარმოადგინა 43,000 საჯარო წესრიგის დარღვევის სარჩელი ქალების წინააღმდეგ, მხოლოდ ხართუმის რეგიონში. ეს მონაცემები პოლიციის წყაროს ეყრდნობა.

"საჯარო წესრიგის კანონები სუდანში საკმაოდ ფართო და ბუნდოვანია და გამოიყენება ქალების დასასჯელად და გასაკონტროლებლად სრულიად უწყინარი ქმედებებისთვის, როგორიცაა წვეულებებზე ცეკვა და შარვლის ტარება," – თქვა პელიგალმა. " სისტემა საფუძველშივე დისკრიმინაციულია და არღვევს კონსტიტუციის მიერ გათვალისწინებულ პირადი გამოხატვის უფლებას."

გარდა ამისა, კანონი სჯის სამხრეთ სუდანელებს, რომელთა უმეტესობაც არ არის მუსლიმი, მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის, რაც აგრეთვე მათრახით ისჯება. სამხრეთელები ამისათვის ისჯებიან მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია იცავს სუდანის არა მუსლიმ მოსახლეობას შარიათის კანონისგან, რომელიც ჩრდილოეთ სუდანის კანონმდებლობისა და სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ადამიანის და სახალხო უფლებების აფრიკულმა კომისიამ განაცხადა, რომ გამათრახება არღვევს ადამიანისა და სახალხო უფლებების აფრიკული ქარტიის მე-5 მუხლს, რომელიც კრძალავს " წამების და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას“.

Human Rights Watch -მა მოუწოდა სუდანის მთავრობას მიესადაგოს საერთაშორისო და აფრიკულ სტანდარტებს, გააუქმოს შემავიწროებელი კანონები და გამათრახების პრაქტიკაზე უარი თქვას. მან ასევე მოუწოდა მთავრობას, თავი შეიკავოს მშვიდობიანი პროტესტის გამომთქმელი ადამიანების შემდგომი დაპატიმრებისგან და 14 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ არსებული სარჩელები გააუქმოს.

"ქალთა საჯარო თვითგამოხატვის დასჯით სუდანის მთავრობა ეფექტურად ამცირებს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩართულობას და არღვევს მათ ძირითად უფლებებს", – დასძინა პელიგალმა.

წყარო:http://www.hrw.org/en/news/2010/12/15/sudan-end-lashing-reform-public-order-rules



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია