გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"გრადაცია" WISG-ის და არტისტ უტა ბექაიას პირველი ერთობლივი ინსტალაციაა, რომელიც ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში მონაწილეობენ ტრანსფემინისტი აქტივისტები და ჩვენი დები: ამანდა, გაბი, თაკო და ნატა.
ინსტალაციის ყველა ავტორსა და მონაწილეს გვაერთიანებს ტკივილი, რომელიც გასულ წლებში მოკლულ დებს კიდევ დიდხანს გაგვახსენებს, მაგრამ ასევე მიზანი - მივაღწიოთ ტრანსფობიისგან თავისუფალ ქვეყანასა და საზოგადოებაში ცხოვრებას!
მხარდაჭერისთვის უღრმესი მადლობა: Propaganda.network-ს.
#ტრანსხსოვნისდღე #TDOR