ბარბის თოჯინა საზიანოა ირანელი გოგონებისთვის
20 12 2010

ირანელი კონსერვატორები ბარბის თოჯინას მიიჩნევენ ახალგაზრდა მუსულმანი გოგონების სულიერი გახრწნის ერთ-ერთ საშუალებად, ამგვარად მათ სურთ თოჯინა ირანში აიკრძალოს.

თუმცა მათმა მცდელობამ გოგონების ყურადღება ”ჰიჯაბიან თოჯინებზე”, მაგალითად - დარა და სარაზე - გადაეტანათ, უშედეგო აღმოჩნდა. გოგონები ადგილობრივი წარმოების ამ თოჯინებს ბარბის შემცვლელად სულაც ვერ აღიქვამენ.

ირანული თოჯინების დაბალი ხარისხი და მაღალი ფასი ასევე დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტორია, რომელიც განაპირობებს ამ თოჯინების წარუმატებლობას ირანელ გოგოებს შორის. ისინი ხომ მიჩვეულნი არიან ფერად ბარბის, რომელსაც თან უამრავი აქსესუარი მოყვება. ბარბის თოჯინა 5-30 აშშ დოლარამდე ღირს, მაშინ, როცა ირანული წარმოების თოჯინების ფასი 30 აშშ დოლარია.

ირანული კომპანიები ცდილობენ უფრო მიმზიდველი თოჯინები შექმნან მათ კულტურასა და ფოლკლორზე დაყრდნობით, რათა ყურადღება მიიზიდონ, თუმცა ისინი მაინც ვერ უწევენ სათანადო კონკურენციას ამერიკულ საკულტო თოჯინების მარკას.

წყარო: http://newkerala.com/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება