ზიმბაბვეს სასამართლო ლგბტ აქტივისტს ამართლებს
18 12 2010

ელენ ჩადემანა, გამოჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ზიმბაბვეს გეი და ლესბოსელი ადამიანები” (GALZ) ადმინისტრაციული ასისტენტი, ჰარარეს სასამართლომ შაბათს გაამართლა.

საქმე მის წინააღმდეგ აღძრულ იქნა GALZ -ზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შეიარაღებული რეიდის შემდეგ. ელენ ჩადემანა დააკავეს და ექვსი დღის მანძილზე ჰარარეს ცენტრალურ საპატიმროში ამყოფეს, კოლეგასთან – იგნაციუს მჰამბისთან ერთად. ორივე თავდებით გამოუშვეს სანამ გამოძიება გრძელდებოდა. მჰამბის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ჯერ კიდევ ივლისში მოიხსნა.

”ელენ ჩადემანა და GALZ-ის სხვა თანამშრომლები მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ ზიმბაბვეს ლგბტ თემის უფლებებისათვის ბრძოლის გამო”, – განაცხადა Amnesty International-ის წარმომადგენელმა, მიშელ კაგარიმ.

ოთხშაბათს, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, პოლიცია კიდევ ერთხელ ესტუმრა GALZ-ის ოფისს და მოითხოვა შიგნით შემოსვლა თანამშრომელთა დაპატიმრების მუქარის ძალით.

”პოლიციის მხრიდან ეს დაშინების მცდელობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იყო”, – დასძინა მიშელ კაგარიმ.

წყარო:http://www.amnesty.org/en/news-and-updates/zimbabwe-court-acquits-lgbt-activist-2010-12-17



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან