კონკურსი ლგბტ მწერლებისთვის
22 12 2010

პროექტ „The Intimacy“-ს (ინტიმურობა/სიახლოვე) ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი საერთო კრებულში შესატან ნაწარმოებებზე. წიგნს კონკრეტული ფორმატი არ გააჩნია, ამიტომ მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ციტატა, ლექსი, ნოველა ან წარადგინონ ნებისმიერი ფორმის ნაწარმოები. 350-ზე ნაკლებ სიტყვაში მონაწილეებს შეუძლიათ გაგვიზიარონ გამოცდილებები, , აზრები ან ხედვა იმისა თუ რას ნიშნავს ინტიმურობა პირადად მათთვის, როგორც ლგბტ პირებისთვის.ყველა მონაწილეს აქვს უფლება მოითხოვოს წარდგენილ ნაწარმოებზე საკუთარი სახელის მითითება ან შეინარჩუნოს ანონიმურობა.

„The Intimacy Project“-ის მიზანი არის ლგბტ თემზე შეგროვებული მასალებით გადმოსცეს განსხვავებულობა ინტიმურობის თვალსაზრისით და აჩვენოს როგორც ის ადამიანები, რომლებიც მას განიცდიან, ასევე ინტიმურობის ის სახეები, რომელსაც ისინი განიცდიან. პროექტი არის ინტიმურობისა და სიყვარულის მიმდინარე გამოკვლევა, რომელიც არ არის საზოგადოების მოლოდინებით შებოჭილი და შეიქმნა იმისთვის რომ დღის სინათლეზე გამოიტანოს ის, რისი წარმოჩენაც თითქმის არასდროს ხდება. თქვენ შეიგიძლიათ პროექტის შესახებ მეტი შეიტყოთ ვებ გვერდზე: http://dawnhartmanphotography.com/projects.html

ან ჩვენს Facebook-ის გვერდზე: : http://www.facebook.com/#!/pages/The-Intimacy-Project/155200101192307

იცოდეთ, რომ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ნამდვილ და მიმდინარე წამოწყებაში და, რომ ყველა წარმოდგენილი ნაწარმოები გადარჩეული იქნება მხოლოდ დონ ჰარტმანის (Dawn Hartman) მიერ. კონკურსში მონაწილეობის მიღებით, თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ თუკი თქვენი ნაწარმოები შეირჩევა, ის დაიბეჭდება. მონაწილეობა მოტივირებული უნდა იყოს პროექტში საკუთარი შენატანის გაკეთებით. ფულადი ან სხვა სახის კომპენსაცია ამ პროექტით არ არის გათვალისწინებული.

წყარო:http://www.lambdaliterary.org/writers/subs/12/21/the-intimacy-project-calls-for-lgbt-writers-to-submit-a-peice-for-inclusion-in-a-book/



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა