უკრაინაში თავშესაფრის მაძიებელნი ძალადობას ეჯახებიან
27 12 2010

"Human Rights Watch"-მა ევროკავშირს მოუწოდა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების უკრაინაში დაბრუნება შეწყვიტოს, რადგან ისინი ძალადობისა და წამების წინაშე დადგნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

ევროკავშირთან სიახლოვის გამო, უკრაინა ერთგვარი დერეფანი გახდა მიგრანტებისთვის, რომლებიც ძალადობას გაურბიან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი და სომალი. ადამიანის უფლებათა აქტივისტების თქმით, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, სომალელების უდიდესი თემი ცხოვრობს.

ევროკავშირსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმება ხელახალი დაშვების თაობაზე ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევიდა და ითვალისწინებს უკრაინის გავლით ევროკავშირში შემოსულ მესამე ქვეყნების წარმომადგენლების უკან დაბრუნებას. ასობით ასეთი ადამიანის დაბრუნება ხდება ყოველწლიურად, აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

”მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, მათ შორის ბავშვები, ძალადობისა და დროებითი თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე დგებიან, უკრაინის პოლიციისა და მესაზღვრეების ხელში”,– აღნიშნულია ანგარიშში:ემიგრანტების ნაწილმა მოგვითხრო როგორ აწამეს ისინი პოლიციელებმა, მათ შორის ელექტროშოკით, მას შემდეგ, რაც მათი მცდელობა ევროკავშირში შეეღწიათ აღიკვეთა და ასევე უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან მათი დეპორტაციის შემდეგ.

ანგარიშში მოყვანილია 17 წლის ავღანელი ბიჭის ჩვენება, რომელიც უკრაინაში სლოვაკეთიდან დააბრუნეს: საზღვარზე უკრაინელ ჯარისკაცებზე ლაპარაკის მეშინია. მათ ჩვენ გვცემეს. გვცემდნენ, რომ რუსულად გველაპარაკა. როგორც კი აგვიყვანეს, მაშინვე ცემა დაგვიწყეს.

წყარო:http://madikazemi.blogspot.com/2010/12/in-ukraine-returned-asylum-seekers-face.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან