ისტორიული ლესბოსური ქორწინება
04 01 2011

ეპისკოპალური სკოლის დეკანისა და დირექტორის ქეთრინ ჰენკოკ რეგსდეილისა და მელი ლოიდის შეუღლება, პირველი ლესბოსური ქორწილია, რომელსაც მასაჩუსეცის ეპისკოპალური ეპარქიის ეპისკოპოსმა თომას შოუმ უხელმძღვანელა.

წყვილი ერთმანეთს 2008 წლის 30 ივნისს შეხვდა საერთო მეგობრის მეშვეობით. ლოიდის თქმით, იმ დროისთვის ორივენი ბევრს მოგზაურობდნენ და მხოლოდ ტელეფონით შეეძლოთ საუბარი. მისი თქმით, როცა კომუნიკაცია ტელეფონით ხდება, ურთიერთობა უფრო სწრაფად ღრმავდება, ვიდრე, როცა ადამიანთან პირადად ატარებ დროს. ყოველ შემთხვევაში მათი ურთიერთობა სწორედ ასე განვითარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპალური ეკლესიის კანონების მიხედვით ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორისაა დაშვებული, 2009 წლის ივლისის გენერალურ კონვენციაზე გადაწყდა, რომ ეპისკოპოსებს, განსაკუთრებით კი იმ სამოქალაქო ეპარქიებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინება კანონიერია, ერთსქესიანი წყვილების შეუღლების ნება დაერთოთ.

2009 წლის ნოემბერში, შოუმ გაავრცელა საკუთარი გადაწყვეტილება მასაჩუსეცის ეპარქიაში მრევლში შემავალი ერთსქესიანი წყვილებისთვის დაქორწინების უფლება მიეცა - მრევლი ამას დიდხანს ელოდა, რადგან მასაჩუსეცში ერთსქესიანი ქორწინება 5 წლით ადრე დაკანონდა.

წყარო:http://www.lgbt-news.com/2011/01/historic-lesbian-marriage-in-boston.html?utm_source=feedburner&utm_medium=email&utm_campaign=Feed:+lgbt-news/LGBT+(LGBT+News)



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის