ლესბოსელი ბრიტანეთის პოეტი ლაურეატია
06 08 2009

www.advocate.com იუწყება, რომ ბრიტანეთის მთავრობამ თავის ახალ პოეტ ლაურეატად დაასახელა ლესბოსელი პოეტი ქეროლ ენ დაფი. პოეტი ლაურეატის წოდების არსებობის 341 წლის განმავლობაში ის პირველი ქალი პოეტია, რომელსაც ეს წოდება მიენიჭა. ასევე იგი პირველი შოტლანდიელი წარმომავლობის და პირველი ღიად ჰომოსექსუალი პოეტი ლაურეატია.

53 წლის დაფი შეცვლის თავის წინამორბედ ენდრიუ მოუშენს, 10 წლის განმავლობაში დაიკავებს ბრიტანეთის პოეტი ლაურეატის პოსტს და ყოველწლიურად 5,750 ფუნტის ოდენობის ჰონორარს მიიღებს. პოეტი გეგმავს, რომ თავისი ყოველწლიური ჰონორარი გადასცეს “პოეზიის საზოგადოებას”.

პოეზიის კრებულის The World’s Wife ავტორი ქეროლ ენ დაფი რეალურ კანდიდატად განიხილებოდა ლაურეატი პოეტის წოდებისთვის ჯერ კიდევ 1999 წელს. თუმცა, ტონი ბლერმა, რომელიც იმ დროს ბრტანეთის პრემიერ მინისტრი იყო, მისი კანდიდატურა არ განიხილა იმ მიზეზით, რომ არ იყო დარწმუნებული “თუ როგორ მიიღებდა ქვეყნის საშუალო ფენა ეროვნულ პოეტად ლესბოსელს”, აცხადებს Daily Telegraph. ამ დროს დაფის ურთიერთობა ჰქონდა შოტლანდიელ პოეტ ჯეკი ქეისთან. ახლა მათ შორის ურთიერთობა დასრულებულია.

დაფიმ, რომელიც ცნობილია თავისი ადვილად აღქმადი შემოქმედებით, BBC Radio 4-ის პროგრამას Woman’s Hour განუცხადა, რომ დიდი ხანი ფიქრობდა სანამ დათანხმდებოდა ლაურეატი პოეტის წოდებას: “მე ის მივიჩნიე, როგორც აღიარება იმ დიდი ქალი პოეტებისა, რომლებზეც დღეს ჩვენ ვწერთ. მხოლოდ ამ მიზეზით დავთანხმდი ამ წოდების მიღებას”. როდესდაც ჰკითხვას, თუ როგორ იმოქმედებს ეს მის პირად ცხოვრებაზე, დაფიმ უპასუხა, “მე ძალიან კერძო ადამიანი ვარ და ვაპირებ განვაგრძო ჩემი და ჩემი ქალიშვილის პირადი ცხოვრების დაცვა. როდესაც საჯაროდ წავიკითხავ ჩემს შემოქმედებას, ხალხისთვის მე ვიქნები ისეთივე ადვილად მისაწვდომი, როგორც აქამდე”.

ქეროლ ენ დაფი დაიბადა გლასგოში და სწავლობდა ლივერპულის უნივერსიტეტში. იგი ლონდონის გაზეთი Guardian –ის პოეზიის კრიტიკოსი იყო და დაჯილდოებულია სომერსეტ მოემის, დილან თომასისა და CBE პრემიებით. ამჟამად, დაფი შვილთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს მანჩესტერის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის სკოლაში.

ჯული ბოლსერის სტატიის მიხედვით

ქეროლ ენ დაფის ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი