მინსკში პირველად იმართება სექსუალურ უმცირესობათა სანქცირებული დემონსტრაცია
15 02 2011

ქალაქ მინსკის აღმასრულებელმა კომიტეტმაპირველად დართო ნება ლგბტ მოძრაობის აქტივისტებს, გაემართათ საჯარო აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას ბელორუსიული ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სერგეი ანდროსენკო ავრცელებს.

აქცია 14 თებერვალს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პოპულარულ წმინდა ვალენტინის დღესასწაულს, იგეგმება. მინსკის აქციის ორგანიზატორებმა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს ღონისძიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელონ.

სერგეი ანდროსენკოს აზრით, მსგავსი ღონისძიების სანქცირება ”ბელორუსიის ლგბტ თემის ისტორიაში ღირშესანიშნავი თარიღია.”

ამასთან ერთად, ორგანიზატორებს ეკრძალებათ ცისარტყელა დროშის - ლგბტ თემის საერთაშორისო სიმბოლოს - გამოყენება. მთავრობის არგუმენტი ის გახლავთ, რომ აღნიშნული დროშა, როგორც სიმბოლო, არ არის ბელორუსიაში დარეგისტრირებული.

წყარო:http://telegraf.by/2011/02/minsk-authorities-sanctioned-rally-of-sexual-minorities-for-the-first-time.html



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან