GLAAD ლგბტ ადამიანებისთვის მედია ინსტიტუტს ხსნის
10 02 2011

„The Gay & Lesbian Alliance Against Defamation“ (GLAAD) აცხადებს, რომ იხსნება ფერადკანიანი ადამიანების მედია ტრეინინგ ინსტიტუტი, როგორც ორგანიზაციის მიერ წამოწყებული ამავე დასახელების მედია ინიციატივის ნაწილი.

მედია ტრეინინგ ინსტიტუტი, რომელიც Arcus Foundation-მა დაარსა, შეიქმნა განგებ ფერადკანიანი ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერებისათვის. ინსტიტუტი მოამზადებს ლიდერების ჯგუფს, რომელსაც შეეძლება ისაუბროს ეროვნულ მედია გამოცემებში იმ საკითხებზე, რომლებიც ლგბტ ადამიანებისა და მათი ოჯახებისათვის მნიშვნელოვანია. ინსტიტუტი შედგება სპიკერის უნარების ორდღიანი ტრეინინგ პროგრამისგან ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში, სადაც GLAAD-ის თანამშრომლები, წამყვან ჟურნალისტებსა და მედია ტრენერებთან ერთად მოამზადებენ მონაწილეებს მნიშვნელოვანი შეტყობინებების გადაცემაში ვიდეო და რადიო ინტერვიუების მეშვეობით.

აპლიკანტებმა განაცხადი GLAAD-ის ვებგვერდის მეშვეობით უნდა შეიტანონ. პროგრამა 25-30 ადამიანით შემოიფარგლება და GLAAD-ის თანამშრომლები მონაწილეებს ჩაუტარებენ ტრეინინგსა და მომზადებას .

”მაშინ, როცა ლგბტ ადამიანთა და მათი პრობლემების ხილვადობა იზრდება, საკმაოდ ხშირად ფერადკანიანი ადამიანების ხმა, შეხედულებები და სახეები მცირედ არის წარმოდგენილი, ამერიკის შემეცნებით, გასართობ და ინტერნეტ მედიაში”, – განაცხადა GLAAD-ის მედია პროექტების უფროსმა ხელმძღვანელმა – რაშად რობინსონმა.

წყარო:http://www.mnilive.com/2011/02/glaad-launches-media-institute-for-lgbt-people/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა