რუსი ლგბტ ლიდერი ნიკოლაი ალექსეევი WeHo-ზე გამოჩნდა
10 02 2011

ნიკოლაი ალექსეევს 2005 წლიდან იცნობენ, როგორც ლგბტ აქტივისტს, იურისტსა და ჟურნალისტს. ის, წლიდან წლამდე ქალაქის მერიის მიერ აკრძალული, მოსკოვის პრაიდის ორგანიზატორი გახლდათ.

ადვოკატირების ჯგუფ Gay Russia-ს აქტივისტებთან ერთად, ნიკოლაი ცდილობდა მოეწყო საჯარო აქციები, რუსეთში სექსუალურ უმცირესობათა დასაცავად.

ხუთი წლის მანძილზე, რუსეთის მთავრობა, კრძალავდა ყოველგვარ საჯარო ლგბტ აქციებს, რომლისთვისაც აქტივისტები ნებართვას ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, დემონსტრაციები მაინც ტარდებოდა, რის შედეგადაც, ნიკოლაი ალექსეევი დააპატიმრეს, სცემეს და მოიტაცეს.

ქუჩაში პროტესტით უფლებების მოთხოვნის გარდა, რუს ლგბტ ადამიანებმა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ასევე წამოიწყეს ხანგრძლივი ბრძოლა რუსულ და საერთაშორისო სასამართლო უწყებებში.

ამ სტრატეგიამ შედეგი გამოიღო და გასულ წელს მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

მოსკოვის უაღრესად ჰომოფობიური მერის, იური ლუჟკოვის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, რუს ლგბტ ადამიანებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ მოსკოვში დემონსტრაციის უფლება დაპატიმრებისა და ძალადობის საშიშროების გარეშე. 2011 წლის 28 მაისს მოსკოვში მორიგი პრაიდი იგეგმება.

წყარო: http://wehonews.com/z/wehonews/archive/page.php?articleID=5658



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია