თელ–ავივში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის დეპორტაცია არ მოხდება
11 02 2011

9 თებერვალს ბეთ ელ ბინაჰის კონგრეგაცია დალასში, შეუერთდა შეერთებული შტატების მასშტაბით მოქმედ სხვა ებრაულ ლგბტ ჯგუფებს და მოუწოდა ისრაელს, რომ ტომას შმიტს ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს.

ებრაული გაზეთის „Ma’ariv“ -ის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და შმიტს მიეცემა საშუალება ისრაელში დარჩეს.

თომას შმიტი გერმანელია და ისრაელში 2004 წლიდან ცხოვრობს. მისი პარტნიორი ნირ კაცი თელ–ავივის ლგბტ ცენტრში2009 წლის პირველ აგვისტოს მოკლეს. შმიტი თერთმეტ დაჭრილთაგან ერთ-ერთი იყო. კაცის მშობლები შმიტს გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ და ისინი მას ოჯახის წევრად მიიჩნევენ. მას გერმანიაში საკუთარ ოჯახთან კავშირი გაწყვეტილი აქვს.

როდესაც კაცი დაიღუპა, წყვილი პერმანენტული პარტნიორობის სტატუსის მისაღებად განაცხადს აკეთებდა. შმიტის ბინადრობის უფლება მალევე ამოიწურა და ისრაელმა ქვეყანაში დარჩენის მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეისათვის, ქვეყნის მთავრობამ შეცვალა პოზიცია და შმიტს ქვეყანაში დარჩენის უფლებას მისცა.

ისრაელი აღიარებს სხვა ქვეყნებში შემდგარ ერთსქესიან ქორწინებებს. ჰეტეროსექსუალ წყვილთა უმეტესობაც არ ქორწინდება ისრაელში. რადგან, მხოლოდ ორთოდოქს რაბინებს აქვთ უფლება წყვილი დააქორწინონ, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ორთოდოქსი არაა, ისინი სხვაგან ქორწინდებიან და მათი ქორწინება ისრაელში კანონიერადაა ცნობილი.

წყარო: http://www.dallasvoice.com/tel-aviv-shooting-victim-deported-calls-lgbt-groups-1064157.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"