სამხრეთ აფრიკელები ”გამოსასწორებელი გაუპატიურების” წინააღმდეგ
14 03 2011

სამხრეთ აფრიკის იუსტიციისა და კონსტიტუციური გავითარების მინისტრმა ჯეფ რადებემ ლესბოსელთა უფლებების დამცველი ჯგუფი მოიწვია ე.წ. გამოსასწორებელი გაუპატიურების წინააღმდეგ ზომების განსახილველად.

„Luleki Sizwe“-მ (ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ლესბოსელების წინააღმდეგ ძალადობას ებრძვის) გასულ წელს საერთაშორისო პეტიცია წამოიწყო გამოსასწორებელი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და ასი დღის მანძილზე 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა 163 ქვეყნიდან.

ვებ გვერდის IOL News-ის თანახმად, ორგანიზაციას იმედია აქვს, რომ მინისტრთან შეხვედრა უბიძგებს სამინისტროს, შესაბამისი კვლევა ჩაატაროს და ძალადობის ზემოხსენებული სახის აღმოსაფხვრელად განავითაროს და განახორციელოს ეროვნული სამოქმედო გეგმა.

წყარო:http://news.pinkpaper.com/NewsStory/5003/14/3/2011/South-Africas-Justice-Minister-invites-lesbian-group-to-help-combat-corrective-rape-.aspx



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია