დებატები მოლდავეთში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე
18 03 2011

მოლდავეთის პარლამენტი ამჟამად ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებულ დებატებს აწარმოებს. კანონმა უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა საფუძველზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისგან დაცვა. კანონპროექტი მოლდავეთის პარლამენტმა დაამტკიცა და მან ახლა პარლამენტარების ხელში გადაინაცვლა.

ზემოსხენებულმა კანონპროექტმა ძლიერი რეაქცია გამოიწვია რელიგიურ ორგანიზაციებში, რომელთაც მემარჯვენე ამერიკელი ევანგელისტები აქეზებენ. ეს რელიგიური ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, რადგან თვლიან, რომ ეს ”გეი კანონია”.

პარლამენტართა ნაწილი, აგრეთვე მოუწოდებს კანონიდან სექსუალური ორიენტაციის ამოღებისკენ და ღია ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.

დღეს, მოლდავეთის პარლამენტის შენობასთან 150 კაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები შემდეგი ლოზუნგის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი: ”ჰომოსექსუალებო, დარჩით სახლში!”

მოლდავეთმა, როგორც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეკომენდაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის თაობაზე. ამასთან ერთად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2009 წელს მოუწოდა მოლავეთს ზემოხსენებული კანონი მიეღო.

წყარო:http://ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/ilga_europe_calls_on_moldovan_parliamentarians_to_adopt_an_inclusive_anti_discrimination_law_and_refrain_from_hateful_statements



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის