ევროკომისიის ახალი წინადადება დაქორწინებულ და რეგიდსტრირებულ ერთსქესიანი წყვილებში პირადი საკუთრების უფლების თაობაზე
17 03 2011

დღეს ევროკომისიამ განცხადება წამოაყენა საკითხი ორი ახალი დადგენილების თაობაზე, რომელიც ეთნიკურად შერეული დაქორწინებული და დარეგისტრირებული წყვილების საკუთრების უფლებებს ეხება. ეს წინადადებები არ იჭრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოჯახური კანონის სფეროში, არამედ გვთავაზობს ჩარჩოს, რომელშიც შეიძლება საკუთრებასთან დაკავშირებული კანონები გატარდეს.

ILGA-Europe მიესალმება ევროკომისიის ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც პირველად ისტორიაში, გვთვაზობს მკაფიო დადგენილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იურიდიულ მდგრადობას ეთნიკურად შერეული დაქორწინებული და დარეგისტრირებული წყვილების პირადი საკუთრების საკითხებში, განქორწინება/დაშორებისა ან პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში.

თუმცა, ILGA-Europe-ს აღელვებს ის ფაქტი, რომ წინადადება ორი ცალკე მდგომი დადგენილების სახით არის წარმოდგენილი - ერთი დაქორწინებული წყვილებისთვის, ხოლო მეორე დარეგისტრირებულ პარტნიორობაში მყოფი წყვილებისთვის. ILGA-Europe აცნობიერებს განსხვავებას ქორწინებასა და დარეგისტრირებულ პარტნიორობას შორის, მაგრამ ამ ორი ფენომენის შემოტანა ევროკავშირის საკანონმდებლო სისტემაში გვიჩვენებს, რომ თითქმის ყოველთვის პირადი საკუთრების უფლებები არსებითდ ორივე შემთხვევაში ერთნაირია და ამგვარად ორი ცალკე მდგომი დადგენილება საჭირო არ არის.

უფრო მეტიც, საქმე გვაქვს ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში მყოფი წყვილების და ერთსქესიან დარეგისტრირებულ პარტნიორობაში მყოფი წყვილების ჭარბ რეპრეზენტირებასთან. ამ კონტექსტში ILGA-Europe შიშობს, რომ ორი ცალკე მდგომი დადგენილება დასაბამს მისცემს უფლებათა იერარქიას და შედეგად, ირიბ დისკრიმინაციას გამოიწვევს სექსუალური ორიენტაციისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი წინადადების ფორმულირებაში გენდერის თვალსაზრისით ნეიტრალური ენაა გამოყენებული.

წყარო:http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/ilga_europe_s_reaction_to_the_european_commission_s_proposal_on_property_right_of_married_and_registered_couples_cautious_welcome



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება