8 მარტი მოლდავეთში
09 03 2011

მათ, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ დეკლარატიული საკითხია არამედ მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებების მქონე ევროპული ქვეყნისათვის, მონაწილეობა მიიღეს ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის საპატივცემულოდ გამართულ აქცია-მსვლელობაში, რომელიც 8 მარტს კიშინევში გაიმართა.

ორგანიზატორების თქმით მსვლელობის მიზანი იყო 8 მარტისთვის მისი პირველადი მნიშვნელობის დაბრუნება, რომელიც გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაში, ქალებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესისადმი ხელმისაწვდომობასა და ოჯახური ძალადობისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობაში მდგომარეობს. მსვლელობა ქალაქის მერიასთან დაიწყო და მთავრობის სახლისა და პარლამენტის შენობის მიმართულებით გაგრძელდა.

აქციის იდეური შთაგონების წყაროდ მასში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია GenderDocM-ის თანამშრომლები და მოხალისეები გახდნენ.

აქციაზე გამოყენებულ ლოზუნგებს შორის იყო:

"ვცვლით ქვაბებს დეპუტატის მანდატზე!"

"ქალის ადგილი სამზარეულო კი არა, - პარლამენტია!"

"ნუ აგვაფარებთ თვალებზე ყვავილებს!"

"დიასახლისის ადგილი მერიაშია!"

"დღეს ყვავილები - ხვალ მუშტი და დამცირება!"

მონაწილეებმა, ასევე აირჩიეს ოთხი ცნობილი მოლდაველი პოლიტიკოსის სახელი, რომელსაც ტოლობის ნიშნით შესაბამისი ქალის სახელი მიაწერეს (მაგალითად: მარინ=მარინა; დორინ=დორინა).

ბევრმა მონაწილემ თან ქვაბები, ჯამები, თეფშები და კოვზები წამოიღო, რათა ხაზი გაესვა ქალის ადგილისათვის დღევანდელ პატრიარქალურ, სექსისტურ და დისკრიმინაციულ საზოგადოებაში.

ზოგიერთ მათგანს წინსაფარი ეკეთა, რითაც ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ქალის ადგილი სამზარეულოში კი არა, არამედ მისი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშია.

მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტი ოფიციალური დასვენების დღეა, აქციაში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, 70-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს ორგანიზაციებია:

Amnesty International Moldova, Pro Gen (ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისათვის), ანტიდისკრიმინაციული კოალიცია, “EVS”-ის მოხალისეები და სხვა.

ავტორი: ანასტასია დანილოვა

აქცია გააშუქა მოლდავეთის მედიამ:

http://m.protv.md/stiri/social/protest-feminist-in-chisinau-egali-la-bucatrie-si-la-parlament.html/ http://www.stireazilei.md/news-7591/ http://www.publika.md/de-8-martie--protest-cu-cratite-la-guvern_249271.html


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"