ზემოხსენებული განაჩენი უკანასკნელი სტადიაა ისრაელის ლიდერთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეში, ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ისრაელში ყველა მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობის ნიშანს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საქმემ საკმაოდ შელახა ისრაელის უმაღლესი კაბინეტის პრესტიჟი.
ბატონი კაცავი, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას, თელავივის სასამართლო დარბაზში მყოფი თვითმხილველების განცხადებით, განაჩენის გამოცხადებისას ატირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან იყვირა: ”ეს ტყუილია! გოგონებმა იციან, რომ ეს ტყუილია!”
დეკემბერში, 65 წლის მოშე კაცავს თანამშრომელი ქალის (საქმეში მხოლოდ მისი ინიციალი ”ა” ჟღერდება) ორგზის გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს. ფაქტი 1998 წელს მოხდა, როცა კაცავი ტურიზმის მინისტრი გახლდათ.
სასამართლომ ბატონი კაცავი ასევე ორ სხვა ქალზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლა. ზემოხსენებულ ქმედებებს ადგილი ჰქონდა უკვე კაცავის საპრეზიდენტო მანდატის პერიოდში 2000-2007 წლებში. მას ასევე ჰქონდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდება.
ისრაელში გაუპატიურებისთვის 4-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მოსამართლეთა განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბატონი კაცავი ისრაელის პრეზიდენტი იყო, მისი შეწყნარების მიზეზს არ იძლევა. პირიქით, მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და საკუთარ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.
მოშე კაცავი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისადმი წაყენებული ბრალდებები, ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან წამოწყებული შეთქმულებაა, რომლითაც მას შურიძიება სურს სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. თუმცა, მოსამართლეებმა მოიყვანეს სამხილები, რომლებიც კაცავის ჩვენებას უპირისპირდება. ეს ჩვენება მოსამართლეებმა "ცრუდ" ცნეს.
წყარო:http://www.nytimes.com/2011/03/23/world/middleeast/23katsav.html?_r=2&ref=middleeast