ეთრიჯი ცნობიერების ამაღლებისთვის იბრძვის
11 05 2009

ცნობილ მუსიკოსს, ღია ჰომოსექსუალ მელისა ეთრიჯს და მის ოჯახს ნამდვილად აქვთ საზეიმო მიზეზი ამ წელს.

www.celebritybabyscoop.com–ის ინფორმაციით, ეთრიჯმა, რომელსაც 2004 წელს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ახლახანს კრიტიკული ხუთწლიანი პერიოდი წარმატებით დაასრულა ყოველგვარი რეციდივის გარეშე.

“გრემის” ჯილდოს მფლობელ მუსიკოსს, მას შემდეგ, რაც 2003 წელს თემი ლინ მაიკლზე დაქორწინდა, მალევე აღმოუჩინეს დაავადება და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს. წყვილი ოთხ შვილს ზრდის.

რა თქმა უნდა, ზოგადად სიმსივნესთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე ზუსტი პროგნოზების გაკეთება, სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თაობაზე კამპანიის წარმოება და ამისთვის სპეციალური თვის მიძღვნა.

მელისა ეთრიჯი სხვა მუსიკოსებთან (ჯოს სთოუნი, ბონი ტაილერი, ჯგუფი “ბენგლსი” (The Bangles) ერთად აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. ისინი პრობლემის ირგვლივ ხმის ამაღლებისა და კვლევებისთვის თანხის მოსაზიდად “მკერდის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიისა” და “პინკტობერის” (Pinktober) (www.hardrock.com) ინიციატივის ფარგლებში წვეულებებსა და ცოცხალი მუსიკის საღამოებს აწყობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კაფეებსა და სასტუმროებში.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი