ეგვიპტელ ქალებს ”ქალიშვილობის ტესტის” გავლას აიძულებენ
24 03 2011

Amnesty International-მა მოუწოდა ეგვიპტის მთავრობას გამოიძიოს წამების სერიოზული ფაქტები, მათ შორის ძალდატანებითი ”ქალიშვილობის ტესტები”, რომლებიც თვის დასაწყისში კაიროს თაჰრირის მოედანზე მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილე ქალების წინააღმდეგ განხორციელდა.

მას შემდეგ, რაც 9 მარტს ჯარისკაცებმა ძალადობრივად დაშალეს აქცია, დაახლოებით 18 ქალი აღმოჩნდა დაკავებული სამხედროების მიერ. Amnesty International-ს მიეწოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ამ ქალებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, აწამებდნენ ელექტროშოკით, შიშვლებს ჩხრეკდნენ და სურათებს უღებდნენ. მათ ასევე აიძულებდნენ ”ქალიშვილობის ტესტი” გაევლოთ და პროსტიტუციაში დადანაშაულებით ემუქრებოდნენ.

20 წლის სალვა ჰუსეინიმ Amnesty International-ს უამბო, რომ დაკავების შემდეგ ის ჰეიკსტეპის სამხედრო ციხეში წაიყვანეს, სადაც მას სხვა ქალებთან ერთად, აიძულეს გაეხადა ტანსაცმელი. ისინი ციხეში მომუშავე ერთ-ერთმა ქალმა გაჩხრიკა, ოთახში, სადაც ორივე კარი და ფანჯარა ღია იყო. სალვა ჰუსეინის თქმით, ჩხრეკის დროს ჯარისკაცები ოთახში იხედებოდნენ და შიშველ ქალებს ფოტოებს უღებდნენ.

ქალებს ”ქალიშვილობის ტესტი” სხვა ოთახში ჩაუტარდათ თეთრხალათიანი მამაკაცის მიერ. მათ დაემუქრნენ, რომ თუკი ვინმე ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა, მათ პროსტიტუციაში დასდებდნენ ბრალს.

Amnesty International -მა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც საკუთარ ქალიშვილობას ამტკიცებდა, მას შემდეგ რაც ტესტმა საპირისპირო დაამტკიცა სასტიკად სცემეს და აწამეს ელექტროშოკით.

ჟურნალისტი რაშა აზები ასევე დააკავეს თაჰრირის მოედანზე და მისი თქმით, ხელბორკილი დაადეს, სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაკავების შემდეგ, 18 ქალი კაიროს მუზეუმის მიშენებაში შეიყვანეს, სადაც ხელბორკილის დადების შემდეგ ჯოხებით სცემდნენ, მკერდსა და ფეხებზე დენს ურტყამდნენ და ”მეძავებს” ეძახდნენ.

რაშა აზებმა შეძლო დეტალებში მოესმინა და დაენახა, თუ როგორ აწამებდნენ მუზეუმში დამწყვდეულ ქალებს. თავად ჟურნალისტი სხვა ოთხ ჟურნალისტ მამაკაცთან ერთად გაათავისუფლეს, მაშინ, როცა დანარჩენი 17 ქალი სამხედრო ციხეში გადაიყვანეს.

”ეგვიპტის მთავრობამ წერტილი უნდა დაუსვას დემონსტრანტი ქალებისადმი ასეთ დამამცირებელ და შოკისმომგვრელ მოპყრობას. ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ამ ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებში და აქტივიზმისთვის არ უნდა ისჯებოდნენ,”– განაცხადა Amnesty International -მა.

ზემოხსენებული 17 ქალი სამხედრო ციხეში იმყოფებოდა 13 მარტამდე. 11 მარტს ისინი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. რამდენიმე მათგანს ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი ჯერ შეჩერებულია.

Amnesty International–ი ეწინააღმდეგება ეგვიპტეში სამოქალაქო პირთა სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლებას. ეს პროცესები ხშირად უსამართლოა და აპელაციის უფლება მკაცრად არის შეზღუდული.

წყარო:http://www.amnesty.org/en/news-and-updates/egyptian-women-protesters-forced-take-%E2%80%98virginity-tests%E2%80%99-2011-03-23



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის