მოლდავეთი უკან იხევს ლგბტ უფლებებზე
01 04 2011

მოლდავეთის ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა სინანული გამოხატეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტიდან გამოეტანა კანონპროექტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სხვადასხვა, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, წარმოშობილი დისკრიმინაციის აკრძალვა.

კოალიციურმა მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტს თებერვალში წარუდგინა. მისი მიღება ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოლდავეთსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც მოლდავეთის მოქალაქეებს 27 ქვეყნისაგან შემდგარ ბლოკში უვიზოდ შეეძლებათ მგზავრობა.

ბრიუსელის მიერ მოლდავეთისთვის დეკემბერში დადგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ანტიდისკრიმინაციული კანონი 2011 წელს უნდა მიეღოთ.

თუმცა კანონპროექტმა, მასში მოხსენიებული ”სექსუალური ორიენტაციის” გამო, რელიგიური ჯგუფებისა და ოპოზიციური კომუნისტური პარტიის კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა და საბოლოოდ მის წინააღმდეგ მმართველი კოალიციის წევრებიც კი გამოვიდნენ.

30 მარტს იუსტიციის მინისტრმა, ალექსანდრუ ტანასემ განაცხადა, რომ კანონპროექტმა პარლამენტში არასაკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა და მთავრობა მის შესწორებას შეეცდება, რათა საზოგადოებისა და კანონმდებლებისთვის უფრო მისაღები გახადოს. მინისტრს არ უთქვამს, თუ როგორ შეიცვლება კანონპროექტი და როდის მოხდება მისი პარლამენტში ხელახალი წარდგენა.

ანტიდისკრიმინაციული კოალიციის თანამშრომლის, მარჩინსკის განცხადებით კანონპროექტის ირგვლივ აგორებულმა პოლემიკამ ჰომოსექსუალთა მიმართ ძალადობის ესკალაცია მოახდინა.

წყარო:http://www.rferl.org/content/moldovan_activists_deplore_setback_gay_rights_bill/3542688.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის